ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ გამრავლების ტაბულა არ იცის:
„გამრავლების ტაბულა დღესაც არ ვიცი ზეპირად, არ ვიპრანჭები მართლა არ ვიცი , ცხრაჯერ შცვიდი რამდენია ვერაფრით დავიმახსოვრე.
სკოლაშიც დიდად არ ვბრწყინავდი, არ ვიყავი კარგი მოწაფე. მასწავლებლებს მაინც ვუყვარდი და ხუთიანებს დაუმსახურებლად მიწერდნენ.
დედაჩემი ხშირად მოდიოდა სკოლაში ამბის საკითხავად, ჩამოუვლიდა მასწავლებლებს. ჩემი მათემატიკის მასწავლებელს კუკური ნინიძეს რომ ჰკითხავდა: - კუკური მაწავლებელო, რაფერია ჩემი შვილი ქვენთან? კუკური მასწავლებელი ომახიანად უპასუხებდა: - რაფერია ნათელა და ზურიკო ნამეტანი კაი ბიჭია, მოყვასია, კეთილია, წესიერია, ცოცხალა და მხიარულია, ინტერესიანია, კაი გაზდილი გყავს მოკლედ. ალგებრაზე და გეომეტრიაზე არაფერს, საერთოდ არაფერს ეტყოდა. შეწუხდებოდა დედაჩემი, მიხვდებოდა რაშიც იყო საქმე. ყველა ამშვიდებდა და ანუგეშებდა, არ იჯავრო ნათელა მოყვასია, კეთილია, წესიერია, ცოცხალა და მხიარულია, ინტერესიანია... უმეორებდენ და უმეორებდენ.
გამრავლების ტაბულა მართლა არ ვიცი“, - წერს ზურა შევარდნაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „იცოდით რომ გაზების გაშვება სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ?...“ - სპეციალისტის განმარტება
⭕„ზოგმა კარგად მლანძღა, რადგან კარაქი ვერაგად მოვიხსენიე...“ - რას წერს ზაზა თელია