დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა.
🔵 პატარა გულშემატკივარს, რომელიც ნაკრების თამაშზე მოხვედრაზე ოცნებობდა, ბილეთი ლევან კობიაშვილმა აჩუქა
როგორც დეკანოზი წერს, აღნიშნული პრობლემის შესახებ იგი წლების წინ წერდა და რასაც ვარაუდობდა ის განხორციელდა.
„ვითხოვ განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან კულტურული მემკვიდრეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლის განადგურების და კუსტარული, არაპროფესიონალური რეკონსტრუქციის ახალ მაგალითს ეხება!
ვაქვეყნებ ექსკლუზიურად!
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯში, ადრე შუა საუკუნეების ციხის ნაშთები ამ ბოლო წლებში გაუნადგურებიათ და შეუსაბამო მშენებლობა უწარმოებიათ.
ძალიან სამწუხაროა ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესო კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის განადგურება და ადამიანების სირეგვენე.
კოშკი ეკლესიის ეზოშია, ეტყობა მონასტერს აწყობს მიტროპ. შიო მუჯირი.
თავად ეკლესიაც კუსტარულად, წესების დარღვევითაა რეკონსტრუირებული წინა წლებში, მასზე გამოქვეყნებული მაქვს განგაშის პოსტი ასევე.
ფოტო მიმდინარე მარტის თვეში გადაღებულია.
ასევე განადგურებულია/დაზიანებულია არქეოლოგიური ფენები.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა SOS!!!“,- წერს ჭიღლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე