Digest Logo

„ქუთაისში „ფაიზერის“ ვაქცინის დოზას უბრალოდ გადაღვრიან და დაუწერენ ცნობას, რომ აიცრა...“ - როგორ ყალბდება კოვიდპასპორტები?

1628231563
პასპორტი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნინო ქოქოსაძე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქუთაისში კოვიდპასპორტები ყალბდება.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია შესაბამის უწყებებს უკვე აცნობეს.

„როგორ ველოდებოდი ჩემ დას… მაგრამ ისრაელმა არაო.

საქართველოს მოქალაქეებს ვერ ვიღებო... ფუი, ეშმაკს და თუ მოკვდები ან გათხოვდები, მარტო მაშინო… ერთი გვიანია, მეორე ადრე მგონია...
მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ და ვფიქრობ, აი, რატომ? რატომ? რატომ?

რატომ?

თურმე!

როდესაც გადახდისუნარიან ქართველს საზღვარგარეთ მოუნდება წასვლა და აცრის გაკეთება არ ნებავს, ჩადის ქუთაისში, იქ მის კუთვნილ, ძლივს მოპოვებულ „ფაიზერის“ ვაქცინის დოზას უბრალოდ გადაღვრიან და დაუწერენ ცნობას, რომ აიცრა! ცხადია ეს სერვისი ფასიანია!

საიდან ვიცი?

ვიცი.

მთხოვეს წყარო არ დავასახელო, თავად მან, უკვე აცნობა სამინისტროს ერთ-ერთ მენეჯერს!

აბა ვნახოთ რა მოხდება…

არა, არა! არ გვეშველება!

არ მინდა, დავიჯერო“,- წერს ქოქოსაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კოვიდის 10 მცნება: ბერეთ ბუშტები, იძინეთ მუცელზე, დღეში ორჯერ გაიზომეთ პულსი და სატურაცია“ - ექიმის რჩევები

ფრთხილად! თუ თქვენ ეს სიმპტომები გაქვთ, შესაძლოა, დელტა შტამით ხართ ინფიცირებული

„13 წლის გათხოვდა, სიყვარულმა დააბრმავა...“ 20 წლის ასაკში 2 შვილის დედას ქმარმა ყელი გამოჭრა - გაუხმაურებელი ამბავი