Digest Logo

კუზანოვების ახალი წელი - ფოტოამბები

1609598778
კუზანოვების ოჯახი

ექიმები, ნინო და გუგა კუზანოვები ისე ჩუმად შემოიჭრდნენ ქართულ შოუ-ბიზნესში, ვერც კი შევამჩნიეთ. სამაგიეროდ, ისინი იმ იშვიათ წყვილს მიეკუთვნებიან, რომელთა მიმართაც აგრესია არავის არ უჩნდება. 

რაც ქართველი მაყურებლისთვის არც თუ ისე ჩვეული მდგომარეობაა. ჩვენ ხომ ყველას და ყველაფერს კრიტიკის ქარცეცხლში ვხვევთ.

სწორედ ამიტომ, „დაიჯესტმა“ კუზანოვების ოჯახის ალბომის თქვენთვის გადაშლა და მნიშნელოვანი ცხოვრებისეული მომენტების ერთად დათვალიერება გადაწყვიტა.

ახალი წელი ოჯახმა ქოშიგორაზე, საკუთარ დაჩაზე აღნიშნა.

გასულ წელს ქმრის მიერ დაშვებული შეცდომა, წელს ნინომ თავად გამოასწორა და ფეიერვერკი სწორად გაისროლა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

 

ფოტოებში კუზანოვების სიძე კვლავ არ ჩანს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

 

სამაგიეროდ, უხვად ნახავთ პატარა შვილიშვილთან გადაღებულ სურათებს:

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

მიუხედავად ბებიის სტატუსისა, ნინო კუზანოვას არც 2021 წლის დადგომა ეტყობა და ის კვლავ, არაჩვეულებრივ ფორმაშია.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by nino (@ninonadiradze)

გუგამ და ნინომ ერთმანეთი სტუდენტობისას გაიცნეს. 27-წლიანი თანაცხოვრების პერიოდში მათმა ოჯახმა არაერთ გამოცდას გაუძლო. მათ შორის პირდაპირი მნიშვნელობით. წლების წინ, გუგა ფარული კამერის მახეში გაება, თუმცა მან სიყვარულის ტესტი ჩააბარა.

მიუხედავად, ამისა ნინო არ მალავს, რომ კრიზისული პერიოდი ცხოვრებაში არაერთხელ ჰქონიათ. ოჯახური ამბების შესახებ ის რამდენიმე კვირის წინ „დაიჯესტს“ ესაუბრა:

გუგა სულ ცხვირჩამოშვებულია, დაწვრილმანება უყვარს და ყველაფრისგან პრობლემას ქმნის. მე პირიქით - სულ კარგ ხასიათზე ვარ, დეტალებს ყურადღებას არ ვაქცევ და თითქმის არაფრისგან ვქმნი პრობლემას. ჩემთვის მთავრი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. გუგას კიდე შეუძლია მთელი დღე იბუზღუნოს, რაღაც ნივთის გამო, რაც ცხვირ წინ უდევს და ვერ ხედავს.

- რამდენად ხშირია ორი ადამიანის თანაცხოვრებაში კრიზისი?

- მთელი ცხოვრება კრიზისი არ არის? როდესაც ორი განსხვავებული ადამიანი ერთად ცხოვრებას იწყებს, ისინი მუდმივად ბეწვის ხიდზე გადიან. აბა, კრიზის გარეშე როგორ გინდა? ბუნებრივია იქნება სირთულეები. უბრალოდ, წვრილამენს და დეტალებს ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

- პირადად თქვენ თუ გქონიათ კრიზისული პერიოდები და როგორ ართმევთ თავს?

- კი, როგორ არა. გუშინაც ერთი ამბავი გვქონდა. ჩემმა ორივე ძაღლმა ერთად მიაფსა გუგას ფეხსაცმელს და ისეთი კრიზისი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ის ყვიროდა, მოაშორეთ ეს ძაღლები აქედანო. მე თმა გავიშალე და... არნახული კრზისი გვქონდა. ასეთი დეტალებისგან შედეგება ცხოვრება.

- თუ იბუტებით ხოლმე

- რა თქმა უნდა. უფრო ხშირად მე. გუგა თითქმის არ იბუტება, ეგ ისედაც სულ ცხვირჩამოშვებულია და შეგუებული ვარ.

-როგორ რიგდებით ხოლმე?

- გუგა სულ ცდილობს, მომქრთამოს. ან ფინანსებით, ან მოფერებით, ან რაიმე სასაცილო გააკეთოს და თან დიდხანს გაბრაზება არც მე შემიძლია, ეგრევე მეცინება და ასე ვრიგდებით, ხოლმე.

- რას ურჩევდით წყვილებს, რომლებიც თანაცხოვრების დროს კრიზისულ პერიოდს გადიან?

- თუ გინდათ რომ ადამიანთან დიდხანს იცხოვროთ, ნუ დაწვრილმადნებით.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

„პარკეტის ქალი“ და „ლამაზთავიანი ბიჭი“ - კუზანოვების სიყვარულის 28-წლიანი ისტორია

ვინ არის თინა ბოკუჩავას მეუღლე და რატომ იტირა ქმრის გამო

კრიზისი მუდმივად გვაქვს - ინტერვიუ პირადზე ნინო კუზანოვასთან