
მსახიობი, ფოტო მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე ცოტა ხნის წინ მილანის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც საკუთარი პროდუქცია წარადგინა. იგი საზოგადოების ყურადღების ობიექტია მუდმივად და ყვითელი პრესის ფურცლებზე, წლებია ხვდება.
მისმა ექიმმა კოტე სულამანიძემ სოციალურ ქსელში თამო ვაშალომიძის ძველი და ახალი კადრები გაავრცელა, სადაც ასახულია როგორ გამოიყურებოდა მოდელი 7 წლის წინ და როგორ გამოიყურება ახლა გარკვეული ქირურგიული პროცედურების შემდეგ:
„ჩვენი ყოჩაღი და ლამაზი თამო, წლები მიდის - შენ მხოლოდ ლამაზდები!“, - წერს კოტე სულამანიძე.
„მადლობა არამარტო რინოპლასტიკითვის არამედ მამოპლასტიკისთვის ლიპისაქცისთვის ❤️ როდესაც შემიძლია თამამად დავდგე კამერის წინ და არ ვინერვიულო იმაზე თუ რომელი პროფილით ჯობია გადაღება ♥️ მადლობა“, - პასუხობს თამო ვაშალომიძე.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მთელი დღე მეტირება, ოღონდ მგონი სიხარულის ცრემლებია ეს…“ - რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ასათიანი