„ლაზარე გრიგორიადისი კანონის მოთხოვნების აღსრულების მოტივით კი არ დააკავეს, არამედ პროპაგანდის. თუ კანონს ამ საქმეში რამე ფუნქცია აქვს ის პროპაგანდისთვის მსახურებაა“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ტექნიკურად ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლების სამართლებრივი საშუალებები არსებობს.
„ლაზარე გრიგორიადისი კანონის მოთხოვნების აღსრულების მოტივით კი არ დააკავეს, არამედ პროპაგანდის. თუ კანონს ამ საქმეში რამე ფუნქცია აქვს ის პროპაგანდისთვის მსახურებაა. ის კანონის დარღვევისთვის კი არ იმყოფება ახლა ციხეში, არამედ იმის გამო, რომ ვიღაცის აზრით მისი განსასჯელის სკამზე ჯდომა ხელისუფლებამ კარგად შეიძლება გამოიყენოს საკუთარი მიზნისთვის.
ამიტომ ახლა უსარგებლოა მის დამნაშავეობა/უდანაშაულობაზე კამათი, თუ სხვა ლეგალისტური მსჯელობები. გულშემატკივრების მხრიდან არც მისი დამნაშავეობის დამამტკიცებელი მტკიცებულებების მოთხოვნაა რამის მომცემი, ვითარებაში მეტი სინათლის შემოსატანად და არც ცალკე აღებული სასამართლოს კრიტიკა (თითქოს მასზე განცელკევებულად საუბრით რამის ჩვენება შეგვეძლოს).
აქ სხვა რამეა მთავარი, რომ სახელმწიფო აპარატი, მისი ყველა შტო, მისი ყველა ფუნქცია, დაწყებული პოლიტიკურით და დამთავრებული მართლმსაჯულებით ერთიანდება შავი საქმისთვის. ისინი გველაპარაკებიან სამართლიანობის სახელით, მაგრამ სამართლიანობას დასცინიან, როდესაც არ აკისრებენ პასუხისმგებლობას სრულიად არასაჭირო და მოულოდნელი ძალის გამოყენების ბრძანების გამცემ პირს, ვერ ხედავენ კანონის დარღვევას ცალკეული სამართალდამცველების მხრიდან მოქალაქეთა მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე, ვერ პოულობენ იმ პოლიციელს ვისი გასროლის შემდეგაც დემონსტრანტმა თვალი დაკარგა, სამაგიეროდ ოპერატიულები არიან ერთნიკურად არაქართველი, არანორმატიული იმიჯის მქონე ახალგაზრდა კაცის მიმართ.
ეს ხალხი „სამართლიანობას“ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს უქვემდებარებს და ამდენად აბუჩად იგდებს მას. მათთან სამართალზე დისკუსია უსარგებლოა. საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს მოთხოვნა: გათავისუფლდეს ლაზარე გრიგორიადისი!
ტექნიკურად ამისი სამართლებრივი საშუალებები არსებობს“, - წერს ვახუშტი მენაბდე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?