
პოლიტიკური პარია „გირჩის“ დამფუძნებლის ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე ნატა ქორიძე საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ქორიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზად რეორგანიზაცია და უსაფრთხოების პოლიტიკის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტის გაუქმება დასახელდა.
ამ ფაქტს ზურა ჯაფარიძეც გამოეხმაურა და უწყების გადაწყვეტილებას პოლიტიკური უწოდა. მომხდარზე პოლემიკის დროს საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმაც.
მისი აზრით, როდესაც პოლიტიკოსი მუდმივად იძახის რომ ქვეყანას მმართველი გუნდი რუსეთისკენ მიათრევს და ამ პოლიტიკოსის ცოლი არ უნდა მუშაობდეს უწყებაში, რომელიც ქვეყნის საგარეო კურსზეა პასუხისმგებელი.
„თუ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ზურაბ ჯაფარიძის მეუღლე ეს უკანონობაა პირდაპირ და ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მოდით, სხვა მხრიდანაც შევხედოთ ამ ამბავს:
ლეგიტიმური არაა კითხვა: ამდენ ხანს თავად რატომ არ წამოვიდა ამ სამინისტროდან?
როცა იმ ადამიანის ოჯახის წევრი ხარ, ვინც იძახის, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს და საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს, რად გინდა ასეთი ხელისუფლების ნაწილად ყოფნა?
გასაგებია, რომ პოლიტიკური თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც უშუალოდ აგებს პასუხს ქვეყნის კურსზე.
თუ ივანიშვილს რუსეთისკენ მიჰყავს ქვეყანა და დარჩიაშვილი ჯიუტად დასავლეთისკენ გვექაჩება?
ნუ ისიც შეიძლება, რომ არ ეთანხმება მეუღლეს, ქვეყანა რუსეთისკენ მიდისო, რომ იძახის... ესეც ვარიანტია“, - წერს მერაბ მეტრეველი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„34 წლის მერე ნაპოვნი ძმა“... – ემოციური კადრები, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ