2 სექტემბერს ცნობილმა შეფმზარეულმა ლევან კობიაშვილმა, ნინა ილურიძესთან ჯვარი დაიწერა. ჯვრისწერასთან ერთად, შეფმზარეული იუბილარიც იყო და ორივე მნიშვნელოვანი თარიღი ერთად აღნიშნა წყვილმა.
ცოლ-ქმარი ბრიუსელში მოგზაურობს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს.
კადრებს სოციალურ ქსელში ნინა ილურიძე აქვეყნებს.
შეგახსენებთ ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც წყვილი გაცნობის ისტორიაზე ჰყვებოდა:
„მე მივედი ჩემი ფეხით, დეიდაჩემთან ერთად, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ახალი ჩამოსული ვიყავი რომიდან და ჩემი ოცნების პალტო მეცვა, ძალიან ლამაზი, ვიყავი გაპრანჭული. დავსხედით და მახსოვს, ლევანი რამდენიმე მაგიდის იქით იჯდა, რომ გითხრათ, ვერ ვიცანი, მოგატყუებთ, თუმცა იმ პერიოდში „მასტერ შეფს“ არ ვუყურებდი.
მახსოვს, ძალიან დაკვირვებულად მიყურებდა, დაჟე იმდენად, რომ თავი უხერხულად ვიგრძენი და თამარის ვუთხარი, რატომ მიყურებს ეს კაცი -მეთქი.
ხომ გქონიათ ის მომენტი, ვიღაც რომ გიყურებს და ფიქრობ, ნეტა ხომ არ ვიცნობ... შემდეგ ლევანი თავად მოვიდა, ოფიციანტმა დაიგვიანა მოსვლა და გვითხრა, რას მიირთმევთ, დესერტებზე დაგვპატიჟა“, - ამბობდა ნინა ილურიძე.


View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ყველაფერი მოსაზღვრე პიროვნულ აშლილობაზე: როდესაც მიტოვების შიში ურთიერთობებს მართავს
⭕ემოციური გადაღლის 5 ნიშანი ფსიქოლოგ გიორგი რაზმაძისგან
⭕შაბათ-კვირის მთავარი ასტროლოგიური გზავნილი - „ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას“