Digest Logo

„ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“ - ლევან კაჭარავას გარდაცვალებას „სილქ როუდ ჯგუფი“ ეხმაურება

1656147120
ლევან კაჭარავა

53 წლის ბიზნესმენის - ლევან კაჭარავას მკვლელობის საკითხს კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ეხმაურება.

„ღრმა მწუხარებით ვეხმიანებით ლევან კაჭარავას ტრაგიკული დაღუპვის ამბავს და ვიზიარებთ ლევანის ოჯახის მწუხარებას.

ლევანი „სილქ როუდ ჯგუფის“ დასაბამიდან იყო ჩვენთან, როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი.

2006 წლიდან ლევანმა „სილქ როუდ ჯგუფისგან“ დამოუკიდებლად გააგრძელა წარმატებული ბიზნეს საქმიანობა.

ლევანი იყო ჩვენი ძვირფასი მეგობარი და უაღრესად ღირსეული ადამიანი.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ლევანის მკვლელობა გამოძიებული იქნება და დამნაშავეები ჯეროვნად დაისჯებიან“, - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ წერილში.

შეგახსენებთ, ლევან კაჭარავა 24 ივნისს წყნეთის გზატკეცილზე საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე (დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.) და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე), რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კაჭარავა საქართველოში ფლობდა ფიტნესს ქსელს, მისი კომპანიები წარმოდგენილია სხვადასხვა პროექტში. ის ნიდერლანდებში კომპანია „მულტიპლექს“ და არაერთ ბიზნესს ფლობდა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵ცნობილია, ვინ არის პირი, რომელიც ლევან კაჭარავასთან ერთად გადაადგილდებოდა

🔵„ჩვენ ნაცნობობაც კი არ გვქონია ამ ოჯახთან, საშინელი ფაქტი მოხდა და წარმოუდგენელია, ასე სწრაფად ვის ჰქონდა გამომცხვარი ვერსია?“ - კვარაცხელიების ოჯახი ლევან კაჭარავას გარდაცვალებაზე

🔵„20-მდე ტყვია ესროლეს, არიან დაჭრილებიც“ - ლევან კაჭარავას მკვლელობის ახალი დეტალები