Digest Logo

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონი თუ მართლა მიიღეს, უკვე მცირე ეჭვის გარეშეც შეგვეძლება ვთქვათ, რომ ამას აკეთებენ იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ“ - მერაბ მეტრეველი

1683099512
მერაბ მეტრეველი

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონის მიღებით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ: ერთი, რომ მათი აზრით, ლგბტ-ს დასაცავად არავინ გამოვა და ამ კანონით მაინც ჩავშლით კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან ევროკავშირი ამას არ გაგვიტარებსო და მეორე: თან უკვე ფაქტად გვექნება, რომ ევროპა გეების გამო არ გვიღებს და კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ დასავლეთის დისკრედიტაციას, ნახეთ, ევროკავშირი სტატუსის სანაცვლოდ რას გვთხოვსო“, - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მარტში ხალხი ქუჩაში არასამთავრობოების დასაცავად კი არ გამოვიდა, არამედ ევროპული მომავლის.

„ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონი თუ მართლა მიიღეს, უკვე ყოველგვარი მცირე ეჭვის გარეშეც შეგვეძლება ვთქვათ, რომ თავის დროზე ნიკა გვარამიას დაკავება და მერე „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებაც მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: ევროპას არ მოეცა ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი.

გვარამიას დაკავებით ეს მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვიდათ: პირველ ჯერზე არ მოგვცეს, მაგრამ მერე ისევ რომ დაიწყო საუბარი, შეიძლება მაინც მოგვცენ დეკემბერში სტატუსიო, საეჭვოდ დაემთხვა „აგენტების კანონის“ შემოგდება, მაგრამ ამან საბოლოოდ საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო: ევროპული მომავლის დასაცავად ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ეს ევროკავშირში ისე მოეწონათ, უფრო გაიზარდა სტატუსის მოცემის ალბათობა, დაიწყეს საუბარი, რომ ქართველ ხალხს უნდა მივცეთო.

ჰოდა, ახლა მოულოდნელად ეს „ლგბტ პროპაგანდის საწინაააღმდეგო“ კანონი ჩნდება. სხვა რა უნდა ვიფიქროთ, თუ არა ის, რაც პოსტის პირველ აბზაცში დავწერე? თან ამ ჩანაფიქრის მთელი მზაკვრობა იმაშია, რომ, როგორც ჩანს ფიქრობენ, მარტის აქციებისგან განსხვავებით ამ თემის გასაპროტესტებლად ქუჩაში ბევრი ხალხი არ გამოვა.

ანუ მაშინ ჰქონდათ გათვლა, არასამთავრობოების დასაცავად ვინ გამოვაო, მათ აგენტებად გამოცხადების გამო თავს ვინ შეიწუხებსო, მაგრამ შეცდნენ, კინაღამ რევოლუცია მიიღეს. ჰოდა, ახლა გადაწყვიტეს მათი აზრით, უფრო არაპოპულარულ სეგმენტს დაარტყან.

თან როგორც ჩანს, ამ კანონის ინიცირებით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ: ერთი, რომ მათი აზრით, ლგბტ-ს დასაცავად არავინ გამოვა და ამ კანონით მაინც ჩავშლით კანდიდატის სტატუსის მიღებას, რადგან ევროკავშირი ამას არ გაგვიტარებსო და მეორე: თან უკვე ფაქტად გვექნება, რომ ევროპა გეების გამო არ გვიღებს და კიდევ უფრო მეტად მოვახდენთ დასავლეთის დისკრედიტაციას, ნახეთ, ევროკავშირი სტატუსის სანაცვლოდ რას გვთხოვსო.

არადა, მარტში ხალხი ქუჩაში არასამთავრობოების დასაცავად კი არ გამოვიდა, არამედ ევროპული მომავლის. ეს ვერ გაიგეს, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ“, - წერს მერაბ მეტრეველი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში დამიშვია“ - დათო გორგილაძე

🔵„უმცირესობის უფლებების დაცვა ამ მორალური ტანჯვის შემცირებას ემსახურება, რომ ნებისმიერმა ადამიანმა თანასწორად იგრძნოს თავი, რაც უკიდურესად სამართლიანია“ - ნათია ფანჯიკიძე

🔵„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, რაც კი ცხოვრებაში დამიშვია“ - დათო გორგილაძე