ევროპის ჩემპიონატზე საქართველოდან ცნობილი სახეები იმყოფებიან, რომლებიც ეროვნული ნაკრების ისტორიულ მატჩს დაესწრნენ.
მათ შორის არის, ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, რომელიც გერმანიაში ოჯახთან და მეგობრებთან ერთად იმყოფება.
თიკამ სტადიონიდან კადრები გამოაქვეყნა, სადაც მეგობარს ლიკა კვარაცხელიას ეკითხება თუ რატომ ტირის.
„ბედნიერების გოლი გვაჩუქეს ბიჭებმა და ეს ემოცია არავის დაგვავიწყდება“, - წერს თიკა ფაცაცია და აქვეყნებს კადრებს.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი საქართველო-თურქეთის მატჩს დაესწრნენ - ფოტოები