საქართველო-თურქეთის მატჩთან დაკავშირებით ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
იგი მადლობას უხდის ბიჭებს თამაშისთვის და წერს, რომ თამაში ნაკრების მწვრთნელმა ვიქტორ სანიოლმა წააგო
„ასე იცის მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის.
როცა გაჰყავს ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც მიჰყავს თამაში, აგვიანებს გამტანი თავდამსხმელის შემოყვანას და მეკარეს ნებას აძლევს ბოლო წუთზე წინ წავიდეს, როცა ბურთების შეფარდება მნიშვნელოვანია ტურნირზე.
მოკლედ სანიოლმა წააგო ეს თამაში. ბიჭებს მადლობა, იომეს იბრძოლეს და რაც მთავარია კარგი ფეხბურთი ითამაშეს. იღბალი ცალკე თემაა. ქოჩორაშვილი რომელიმე დიდ გუნდს რატომ არ აჰყავს, არ მესმის.
არაუშავს, ყველაფერი წინაა. საქართველო“, – წერს ზვიად კორძაძე.
ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.
ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი საქართველო-თურქეთის მატჩს დაესწრნენ - ფოტოები
⭕„მადლობა ჩვენს გმირ ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის!ყველაფერი წინ არის!“ - მამუკა მდინარაძე