Digest Logo

„სასტიკად არ მომეწონა როცა თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი დაუკრეს და ჩემს ირგვლივ ყველა დაჯდა... ისმოდა ქართული გინება თურქების მისამართით, მე ვწყევლიდი, ოღონდ მხოლოდ მათ ფეხბურთელებს“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

1718780462
დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ისტორიულ თამაშს დორტმუნდის სტადიონზე ესწრებოდა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. 

იგი წერს, რამდენიმე ფაქტს რაც მოეწონა და არ მოეწონა დორტმუნდის სტადიონზე.

„რა მომეწონა და რა არა დორტმუნდის სტადიონზე:

1. ჩვენი უმაგრესი გულშემატკივრები. როგორ ვაფრიალებდით ქართულ დროშებს ყველგან. როგორი ორგანიზებული ვიყავით.

2. ევროპაში მცხოვრები ემიგრანტები. ყველას როგორ უყვარს სამშობლო, მეტირებოდა როცა მაჩერებდნენ, ზოგი ბავშვი დამტვრეული ქართულით. მე ლონდონიდან ვარ, მე ბარსელონიდან, მე ამსტერდამიდან, მე კრაკოვიდან, მე ფლორენციიდან, მე პარიზიდან...როგორ მიმობნეულხარ ჩემო სამშობლო.

3. თურქი და ქართველი გოგონები ორივე ქვეყნის სახელმწიფო დროშებით. გერმანიაში მცხოვრები თანაკლასელები. ჩახუტებული მოდიოდნენ დროშებით.

4. რომ დასრულდა თამაში, გარეთ გამოსულმა რამდენიმე თურქმა გაიხადა საწვიმარი და ქართველ ბიჭებს გაუწოდეს.

5. თურქეთის ტრიბუნიდან წამოძახილი - „თურქიშ ენდ გეორგიენ ბღუდერ!“ ანუ ძმები ვართო.

6. საქართველოს ჰიმნზე ფეხზე წამოდგა თურქი ქომაგებიც.

ახლა, რაც არ მომეწონა.

ისმოდა ქართული გინება თურქების მისამართით, სავარაუდოდ ისინიც გვაგინებდნენ. მე ვწყევლიდი, ოღონდ მხოლოდ მათ ფეხბურთელებს. ისიც თამაშის დროს. სამწუხაროდ არ გაჭრა.

სასტიკად არ მომეწონა, როცა თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი დაუკრეს და ჩემს ირგვლივ ყველა დაჯდა. მე დავრჩი ფეხზე და ტაშიც დავუკარი.

საბოლოოდ მაინც მაგარი ერი ვართ.

ღმერთო ისეთი ლამაზები იყვნენ ქართველები, თვალს ვერ მოწყეტდი.

ჯიშიანი ერი ვართ“, - წერს დათო ლიკლიკაძე. 

ცნობისთვის, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა და მძიმე ბრძოლაში თურქეთთან დამარცხდა. 25-ე წუთზე ანგარიში თურქებმა გახსნეს, ხოლო საქართველოს ნაკრებიდან გიორგი მიქაუტაძემ პირველი, ისტორიული გოლი 31-ე წუთზე გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. თურქებმა ორი გოლის გატანა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს, საბოლოოდ კი შეხვედრა ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე მომდევნო შეხვედრას „ჯვაროსნები“ 22 ივნისს, ჰამბურგში გამართავენ, სადაც ჩეხეთს დაუპირისპირდებიან.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:  

⭕„ასე იცის მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია… როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის, მოკლედ სანიოლმა წააგო ეს თამაში“ – რას წერს ზვიად კორძაძე

⭕ლელა კილაძე და გიორგი ცაგარელი საქართველო-თურქეთის მატჩს დაესწრნენ - ფოტოები

⭕„მოუთმენლად ველოდებით შემდეგ თამაშს, სადაც გვექნება გამარჯვების და შემდეგ რაუნდში გასვლის შანსი“ - ლაშა დვალი