რეჟისორი - შოთა კალანდაძე სოციალურ ქსელში მსახიობ - ლიკა ქავჟარაძის ფოტოს აქვეყნებს და ისტორიას, იხსენებს, რომელიც მასთან აკავშირებს.
მისი თქმით, ლიკას ყველაზე გემრიელი კრაბის სალათი გამოსდიოდა.
„ლიკა სიგარეტით“ ქვეყნდება პირველად ფოტო და პატარა ამბავი თუ როგორ გადავუღე ეს ფოტო - „როგორც მახსოვს 1998 წლის თუ არ ვცდები სექტემბრის დასაწყისი იყო, ლიკასთან სტუმრად მივედი, ის დედამთილის ნანა დიმიტრიადის ბინაში ცხოვრობდა იმ პერიოდში, რადგან ბინა გაქირავებული ჰქონდა, რომელიც რამდენიმე სართულით ქვევით იყო იმავე სახლში.
ლიკა გამიმასპინძლდა მისი გაკეთებული „კრაბის სალათით“ რომელიც მერე არა ერთხელ გამისინჯავს მასთან. ეს კერძი ძალიან გემრიელი გამოსდიოდა. ვკითხე რას უშვრები ისეთს, რომ ასეთი განსხვავებული გემო აქვს ვიდრე სხვებისას. მახსოვს დაუფიქრებლად მიპასუხა - იმიტომ, რომ ორი მაიონეზის დამატება უნდა სხვები კი ერთს უმატებენო.
სამზარეულოდან დიდ ოთახისკენ და ლოჯისკენ წავედით სადაც ის მეგობრებს იღებდა ხოლმე, როიალზე დავინახე იდო უჩვეულო ფორმის ფოტო აპარატი და ვკითხე ეს რა სხვა ფორმა აქვს, - ლიკამ მითხრა ეს ერთჯერადი ფოტო აპარატია - პრიმაკოვი იყო საქართველოში და ჩვენც გვესტუმრაო [ პრიმაკოვი მაშინდელი რუსეთის პრემიერ მინისტრი იყო, რომელიც ლიკას დედამთილის ნანა დიმიტრიადის ნათესავი იყო ] და მან გვაჩუქაო ეს აპარატიო, სამი ცალი, ამას კი შენ გაჩუქებო და ეს ფოტოც მაშინ გადავიღე“, - წერს შოთა კალანდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გიორგი ყიფშიძე ცოლს დაშორდა - „წაუღეთ ტვინი, ნუ შეგვეც@@ით“