ტელეწამყვანი და ექიმი ნინო ნადირაძე მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, განსხვავებული გარეგნობისა და სილამაზის გამო.
იგი სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ 6 სექტემბერს დედა გახდა:
„ზუსტად ამ დღეს და ამ დროს ერთი ჯღავანა გოგოს დედა გავხდი.
არავინ თქვას, ჰოროსკოპს მნიშვნელობა არ აქვსო. კლასიკური ქალწული, ვურეკავ საკუთარ დაბადების დღეზე, ეს კიდე ხეხავს და რეცხავს საღამოს კაბაში და თვალმარგალიტასხმული.
წადი შვილო, გაერთე“, - წერს ნინო ნადირაძე.
შეგახსენებთ, რომ ბაია კუზანოვა ცნობილი ქართველი ექიმისა და ტელეწამყვანის, ნინო ნადირაძისა და პლასტიკური ქირურგის, გუგა კუზანოვის უფროსი ქალიშვილია.
ბაიამ ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. ის მამისა და ბაბუის (ივანე კუზანოვის) მსგავსად პლასტიკური ქირურგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტაროლოგიური პროგნოზი 2026 წლის სექტემბრისთვის: რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს?