Digest Logo

🎥 „ლილიანა 23 წლის გახდა“ – როგორ მიულოცა დავით ოქროპილაშვილმა იუბილე გოგოს, რომლის ისტორიამაც მთელი საქართველო გააერთიანა

1793993558
ლილიანა 23 წლის გახდა…

ლილიანა გოჭოშვილი იუბილარია – გოგონა 23 წლის გახდა. ამ განსაკუთრებულ დღეს მას დაბადების დღე ფოტოგრაფმა და ქველმოქმედმა დავით ოქროპილაშვილმა, იგივე დანტესმა, მიულოცა.

დავით ოქროპილაშვილი სოციალურ ქსელში ლილიანასთან სტუმრობის ამსახველ კადრებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ იუბილარს ერთი წლის წინ დაბადების დღეზე ფოტოსესიას დაჰპირდა, თუმცა დაპირების შესრულება მხოლოდ ახლა მოახერხეს.

„ლილიანა დღეს 23 წლის გახდა. ჩავედით ლილიანასთან დაბადების დღის მისალოცად… ზუსტად ერთი წლის წინ შევპირდი ფოტოსესიას მის დაბადების დღეზე და დღემდე ვერ მოვაბით თავი“, – წერს დავით ოქროპილაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლილიანა გოჭოშვილის ისტორია ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დავით ოქროპილაშვილისა და კეთილი ადამიანების დახმარებით თურქეთში რთული ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციამ და შემდგომმა რეაბილიტაციამ მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.

ნახეთ კადრები 👇

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ვივიენი მძიმე გამოცდილებას იხსენებს

⭕ამ თარიღებში დაბადებულებს უახლოეს სამ თვეში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები ელოდებათ - რას უკავშირებენ ნუმეროლოგები გარდამტეხ პერიოდს

🎥 „სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“ - ავთანდილ ცქვიტინიძე ცხოვრებისეულ გარდატეხაზე და საკუთარ თავთან მიღწეულ ჰარმონიაზე

✕