Digest Logo

ლიზა ჩიჩუამ და ირაკლი მაქაცარიამ პირველ შვილს დაბადების დღე დაგვიანებით გადაუხადეს

1781442206
ირაკლი მაქაცარია

2 ივნისს ტელეწამყვანის ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას უფროსი შვილი, გიორგი 3 წლის გახდა.

იმის გამო, რომ იმ დღეს დაბადების დღის გადახდა ლიზას მშობიარობის გამო ვერ მოხერხდა, მშობლებმა მას იუბილე მოგვიანებით, გასართობ ცენტრში გადაუხადეს. 

კადრებში, რასაც წყვილი გვიზიარებს, ჩანს ტორტი და სხვადასხვა ანიმაციის გმირები.

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას საზოგადოება კარგად იცნობს. წყვილს სამი შვილი, გიო, ნინა და ქეთო ჰყავთ. 

ცნობისთვის, ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა.

მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული 15 ივნისის ახალმთვარეობაზე - ეზოტერიკოსის რჩევები

🎥 „ჩემი ცხოვრების 70% სალონში გადის, უცნაურია, მაგრამ ქაოსში ვისვენებ...“ - რას ამბობს ნინო თოლორდავა

„გველოდება ძლიერი ახალმთვარეობა ტყუპებში... ახალი იდეების, სწავლებისა და ცვლილებების პერიოდი“ - თაკო მელიქიშვილი