რამდენიმე წლის წინ ნატა გულიაშვილის მიერ შესრულებულ ცეკვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა” მან ნინო ქათამაძის სიმღერაზე „ქუჩაში ერთხელ” იცეკვა. როგორც ნატამ განაცხადა, მან ეს ცეკვა ერთ კვირაში, დამოუკიდებლად დადგა. დიდი მონდომების მიუხედავად, ნატამ პროექტის ჟიურის თავი ვერ მოაწონა.
სოციალურ ქსელში ნატას ამ ცეკვის გამო დღემდე აკრიტიკებენ საჯაროდ, მან გადაცემაში „ია ფარულავას კონვერტი“ იმ ბულინგის შესახებ ისაუბრა, რომელსაც 2 წელი სწორედ ამ ცეკვის გამო ებრძოდა.
სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს ლიზა ქისტაური და ნატა გულიაშვილს საჯაროდ უხდის ბოდიშს, მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, ვინც გული ატკინა, ამის გამო პასუხს აგებს.
„Nata, ჩემო საყვარელო და კეთილო ადამიანო, მინდა, საჯაროდ მოგიხადო ბოდიში შენი ცეკვის პაროდიის ჩაწერისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი განზრახვა არასდროს მქონია შენს მიმართ.
ადრეც მოგწერე და ალბათ ცხოვრების ბოლომდე გეტყვი, რომ ბოდიში ამისთვის და ზუსტად იმავეს გეტყვი ახლაც, რაც მაშინ გითხარი, რომ შენ სამყარო ყველაფერს საუკეთესოს მოგცემს და არასდროს დაგტოვებს მარტო და ყველა ის ადამიანი, ვინც გული გატკინა, პასუხს აგებს ამისთვის.
შენ ხარ ძალიან თბილი, საყვარელი, უბოროტო და კეთილი ადამიანი და ასეთ ადამიანს მფარველობა და გვერდში დგომა სამყაროსგან ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ. გისურვებ წარმატებებს ყველაფერში და ყველა ოცნების ასრულებას“, - წერს ლიზა ქისტაური.
ასევე დაგაინტერესებთ: