Digest Logo

„გავიგეთ ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ! არ მინდა დავიჯერო, რომ ესაა ნეკა დოროყაშვილის გამარჯვების სტრატეგია“ - თენგო გოგოტიშვილი

1665511196
თენგო გოგოტიშვილი  და ნეკა დოროყაშვილი

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მათი ამბების გარჩევა საჯაროდ არ უნდა ხდებოდეს.

👉 {გამოკითხვა} თქვენი აზრით, ვინ არის მართალი დოროყაშვილი-ბასილაშვილის დავაში?

გოგოტიშვილი მიიჩნევს, რომ ბასილაშვილისა და დოროყაშვილის შვილის ინტერესების გათვალისწინებით აღნიშნული საქმის სასამართლო პროცესები უნდა დაიხუროს. 

„მგონი 3 წელია, გრძელდება ბასილაშვილ-დოროყაშვილის ამბების გარჩევა საჯაროდ. ბინძური თეთრეულის გამოფენა, წყევლა და კრულვა. გავიგეთ ყველაფერი, რაც კი ცოლ-ქმარს, დედამთილ-რძალს, სიძე-სიმამრს შორის მომხდარა. გავიგეთ ის, რაც არ უნდა ვიცოდეთ! რისთვის? ჟურნალისტები სვავები არიან. კაი. მაგრამ მთელი ეს წლებია, ველოდები, რომ ვინმეს გაახსენდება ამ წყვილის შვილი და დღეს არა ხვალ გამოჩნდება რომელიმე NGO, რომელიც იტყვის - ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მოდი, დავხუროთ პროცესი. არ ვასმენინოთ ბავშვსა და საზოგადოებას, როგორ აგინებდნენ ერთმანეთს მშობლები, როგორც სცემდნენ, როგორ იწერდნენ ვიდეოკადრებსა და აუდიოფაილებს.

რატომ არავის არ ახსენდება ეს ბავშვი და მისი ინტერესები? საბავშვო ბაღსა და სკოლაში რომ არ ასცდება დაცინვა და შეურაცხყოფა, ხომ გასაგებია? აბა, რატომ ვქექავთ ამდენ ბინძურ თეთრეულს ასე საჯაროდ და რატომ არავინ აპროტესტებს?

არ მინდა დავიჯერო, რომ ესაა ნეკა დოროყაშვილის გამარჯვების სტრატეგია - მთელმა დუნიამ გაიგოს და ილაპარაკოს, რა საშინელი ქმარი და მამა ყოფილა ეს ბასილაშვილი! დახურეთ პროცესი და შიგნით არჩიეთ ეს უბედურება!“ - წერს თენგიზ გოგოტიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ემუქრებოდა თუ არა დედამთილს კბილების ჩამტვრევით? - რას პასუხობს ნელი დოროყაშვილი?

🔵 ბასილაშვილის დედამ მოსამართლეს დაუწერა უხამსი სიტყვა, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა მას უწოდა - ნატალია ნაჭყებიას ამ სიტყვის წარმოთქმის მოერიდა

🔵 „აუცილებლად პასუხს მოვთხოვ ქალბატონ ნატალიას“ - ნელი დოროყაშვილი დედამთილზე

🔵 „ეს მუ... ნახე რა!“ - ზალიკო ბერგერი ნეკა დოროყაშვილს უპირისპირდება

🔵 „ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი“ - რას წერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვის