Digest Logo

🎥 ლიზა ყენია მუსიკალური ტრეკით Sacrifice, „გრემის“ წინა სანომინაციო სიაში მოხვდა! - რას ამბობს მომღერალი

1728575882
ლიზა ყენია

ლიზა ყენია მუსიკალური ტრეკით Sacrifice, „გრემის“ წინა სანომინაციო სიაში მოხვდა! - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მომღერალი ავრცელებს. 

„ვარ უბედნიერესი, 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა სია, გრემის ნომინაცია. ანუ, შეიძლება, რომ გრემის ნომინანტთა სიაში მოვხვდე. პირველ ეტაპში ვარ. მეილი სავარაუდოდ არასწორად იყო გამოგზავნილი და არ მომივიდა. ამიტომ ორი დღის შემდეგ გავიგე ეს ამბავი. 

1 თვეში კი უკვე გრემის ნომინანტთა სია გამოქვეყნდება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნახვებს, ძალიან ჰაიპში უნდა იყოს ტრეკი“, - ამბობს ლიზა ყენია.

სასიხარულო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი გამოეხმაურა, რომელმაც ლიზას საჯარო თანადგომა გამოუცხადა:

„ლიზა ყენია მუსიკალური ტრეკით #Sacrifice გრემის, ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა, გრემის წინა სანომინაციო სიაში მოხვდა!

ყველამ ვუსურვოთ წარმატება.. იმედია ვიხილავთ ლიზას გრემის ნომინანტებში! “, - წერს გიორგი გასვიანი.

 

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://youtu.be/8M3JsM8VV28

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საოცარი გოგო და ულამაზესი გარემო“ - ლიკა ქორქია ბარსელონიდან ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „ასე უნდა აბედნიერებდეს ყველა კაცი ქალს“ - შორენა ბეგაშვილი რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 კვებითი შუქნიშანი - როგორ იცვლება ასაკთან ერთად საკვები პროდუქტების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება?