Digest Logo

🎥 კვებითი შუქნიშანი - როგორ იცვლება ასაკთან ერთად საკვები პროდუქტების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება?

1728570924
მარი მალაზონია

ხანდაზმულთა პირის ღრუზე ზრუნვა ახალგაზრდობიდან იწყება. ნებისმიერ ასაკში ზოგადი ანთების ხელშემწყობი პროდუქტების გამოყენება, ორგანიზმის დაბერების რისკის ხელშემწყობი პროდუქტების გამოყენება, ანტიოქსიდანტებით ღარიბი პროდუქტების მიღება, ბევრი ფუჭი კალორიის და ცოტა საკვები ნივთიერების გამოყენება ყველა ასაკში ქმნის პრობლემას ჯანმრთელობისთვის და ხანდაზმულობა არის ლოგიკური შედეგი, როდესაც ასეთი ხარვეზების მოსავალს ვიმკით. 

აღმოჩნდა, რომ ასაკთან ერთად ადამიანებს სისუსტეები გვიჩნდება, რაც კონკრეტულ გემოებს უკავშირდება.

რატომაა კავშირში ეს გემოები - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი“ ექიმმა მარი მალაზონიამ ისაუბრა.

„ასაკთან ერთად ფიზიოლოგიურად რაღაცები იცვლება, რაც ლოგიკური და ბუნებრივია. ასევე იზრდება რაღაც, რაც დაავადებასთან ასოცირდება. ამ ყველაფრის ცვლილებასთანაა კავშირში ადამიანის გემოსა და ყნოსვის ცვლილებაც. 

გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ სამყაროს, ამიტომ ამ ჭრილში საგულისხმოა საკვები პროდუქტების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება, რადგან ობიექტურად ვეღარ აღვიქვამთ იმ გემოს და სუნს. 

ჩვევების ცვლილებაც ასაკთან ასოცირდება, მაგალითად ხანდაზმულებს უყვართ ტკბილეული.

რატომ? ეს სტრესთან გამკლავების ძალიან კარგი საშუალებაა. 

საკვების კონსისტენცია უნდა გავითვალისწინოთ ფიზიოლოგიურად. მეტი სიყვარული პურპროდუქტების მიმართ, ფუნთუშეულის მიმართ არის გასათვალისწინებელი“, - ამბობს მარი მალაზონია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს ძველი საქმეებიდან, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება“ - რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს ოქტომბერში

🎥 „საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, სასიყვარულო, რომანტიკული ურთიერთობებისთვის“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

„არც მიცდია მოხუცი პაპის ხარჯზე რეკლამის კეთება, მაგრამ ვიდეოებმა უამრავი ადამიანი დააბრუნა სოფელში და აიძულა საკუთარ მოხუცებზე ზრუნვა…“ - გიორგი სუხიტაშვილი