Digest Logo

„ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით...“- ზურა შევარდნაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1747042144
ზურა შევარდნაძე

„გარდენია შევარდნაძის“ დამფუძნებელი და ცნობილი ფლორისტი ზურა შევარდნაძე საკუთარ გამომწერებს, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს სიახლეებს.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას სამწუხარო ინფორმაციას უზიარებს:

„როგორ შვენოდა ჩვენს ქალაქს, ქვეყანას ქალბატონი მანანა გედევანიშვილი..
როგორი თბილი, მოსიყვარულე, გემოვნებიანი, გონიერი და ადამიანური იყავით. იცოდით არაჩვეულებრივი, გულითადი მასპინძლობა, თქვენს ლამაზ, ისტორიებით და მოგონებებით სავსე სახლში. უცხო, უცხოტომელ ადამიანზე რომელმაც პირველად გნახათ ისეთ შთაბეჭდილებას მოახდენდით დიდხანს თქვენზე ლაპარაკობდნენ. არავინ არ ვიცი ვისაც თქვენსავით ეცვა, ეხურა, ებურა, თქვენსავით მეტყველებდა ან აზროვნებდა.

მძიმედ ავადმყოფიც, ლოგინში მწოლიარე ისეთი ლამაზი სანახავი იყავით, ბევრი თეთრი ბალიშით, უზარმაზარ საწოლში დედოფალს ჰგავდით, არასდროს დამავიწყდება. მადლობის თქმა და მადლიერების გამოხატვაც თქვენეული, სხვანაირი იცოდით.

ძალიან მიყვარდით და სანამ ვიქნები სულ მადლიერი ვიქნები თქვენგან მიღებული სითბოსთვის, სიყვარულისთვის, ცოდნისთვის, კრიტიკისთვის, უამრავი დადებითი და დაუვიწყარი ემოციისთვის.
მშვიდობით, ლამაზო ქალბატონო მანანა“, - წერს ზურა შევარდნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა - გარემოს ეროვნული სააგენტო

🎥 „ვუყურებ მოხატულ კედლებს, ვფიქრობ - ნუთუ ეს მე გავაკეთე?...“ - გაიცანით, ხატმწერი მასწავლებელი და მოსწავლე მესტიიდან

🎥 „მეჩვენება, რომ სასულიერო პირები ჩამოვრჩით, თავიანთ ენაზე არ ველაპარაკებით ახალ თაობას...“ - დეკანოზ დავით ციცქიშვილის საინტერესო ქადაგება