Digest Logo

„ლოცვის პრაქტიკაში ქრისტეს გულში ძიების მოტივაცია ის არის, რომ მიყვარდეს, მან შემიყვარა და მის გარეშე ჯოჯოხეთს ვგრძნობ“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1762600863
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„გონიერი ლოცვის პრაქტიკაში ქრისტეს გულში ძიების მოტივაცია ის არის, რომ მე მინდა, რომ მიყვარდეს,
იმიტომ, რომ მან შემიყვარა, მის გარეშე ჯოჯოხეთს ვგრძნობ.

მიუხედავად გონიერი ლოცვის სირთულეებისა, ქრისტიანები არად აგდებენ ამ სირთულეებს, იმიტომ, რომ ჯოჯოხეთი, ანუ უღმერთობის განცდა, გაცილებით უფრო მწვავეა, ვიდრე ნებისმიერი ის დისკომფორტი, რომელსაც განიცდის ჩვენი დაცემული ბუნება, როცა ადამიანი ცდილობს, რომ გონიერი ლოცვა ისწავლოს...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, ესაა ჩვენი გათავისუფლების ფინალური ეტაპი ძველი შაბლონებისგან“ - ასტროლოგი ურანის კუროში დაბრუნებაზე

„მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია...“ - ილია მეორე სერაფიმე ჯოჯუაზე

🎥 „როგორი კაცები გიზიდავთ? ის ვინც კომპლიმენტებს გეუბნება, საჩუქრებს გჩუქნის თუ ინტელექტუალური, ჭკვიანი“ - რას ამბობს თათია გარანიძე