დღეს, 8 ნოემბერს, პლანეტა ურანი (მოულოდნელობების, ცვლილებების, რევოლუციის მმართველი) კუროს ნიშანში დაბრუნდება.
ის აღნიშნულ მდგომარეობაში 2018 წლიდან იმყოფებოდა, მაგრამ მიმდინარე წლის ზაფხულში დროებით დატოვა კურო და ტყუპებში გადავიდა. ახლა კი ის რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს თავის ორბიტაზე და კვლავ დაუბრუნდება კუროს ნიშანს.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში AstroBlog SkyLight წერს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„8 ნოემბერს ურანი მოულოდნელობების, ცვლილებების, რევოლუციის პლანეტა, ბრუნდება კუროს ნიშანში. ურანი კუროს ნიშანში 2018 წლიდან მოძრაობდა, მაგრამ მიმდინარე წელს ზაფხულში დატოვა ეს ნიშანი და ტყუპებში გადავიდა. მაგრამ ახლა ურანი რეტროგრადულად მოძრაობს თავის ორბიტაზე და კვლავ ბრუნდება კუროს ნიშანში დროებით, რათა 2026 წლის 26 აპრილს სამუდამოდ გადავიდეს ტყუპების ნიშანში.
8 ნოემბრიდან 2026 წლის 26 აპრილამდე ეს იქნება ურანის გამოთხოვება კუროსთან შემდეგ საუკუნემდე. როდესაც ურანი, ცვლილებების, რევოლუციების, უეცარი გაცნობიერების პლანეტა, მოძრაობს კუროს ნიშანში, რომელიც სტაბილურობის, კომფორტის, სხეულის, მატერიალური მხარის ნიშანია ჩვენს ცხოვრებაში, ხდება გარკვეული ინტერესების შეჯახება, რადგან კურო მიმართულია მიჯაჭვულობისკენ, კომფორტის ზონის დაცვისკენ, თუმცა, ურანი ამ ნიშანში ბრუნდება იმისთვის, რომ შეარყიოს სტაბილურობა, გამოგვიყვანოს კომფორტის ზონიდან, ის ბრუნდება იმისთვის, რომ შემოგვთავაზოს განახლებული, უკეთესი ვერსია.
კუროს ნიშანში 2018 წლიდან ურანი ძალიან სერიოზულად ცვლიდა ჩვენი ცხოვრების მატერიალურ მდგომარეობას, ბევრი ჩვენგანისთვის ეს პერიოდი იგრძნობოდა როგორც ძველი საყრდენის დაკარგვა; იცვლებოდა ფასეულობები, შემოსავლების წყაროები, ჩვენი თვითშეფასება, საერთოდ ჩვენი ურთიერთობა მატერიალურ სამყაროსთან, ბევრისთვის შეიცვალა უსაფრთხოების გრძნობა, კომფორტის გაგება, ურთიერთობა საკუთარ სხეულთან, ჯანმრთელობასთან. ახლა, როდესაც ურანი ბრუნდება კუროს ნიშანში, ის, რაც დარჩა დაუსრულებელი, დაბრუნდება ჩვენს ცხოვრებაში რაღაც სიტუაციების სახით, სადაც მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილებების მიღება. 2026 წლის 26 აპრილამდე მნიშვნელოვანია დავასრულოთ ის, რაც დაგვრჩა ფინანსების, ვალების, ინვესტიციებისა და პროექტების სფეროში დასასრულებელი. მნიშვნელოვანია გადავჭრათ საცხოვრებელთან, რემონტთან, მიწასთან, უძრავი ქონების დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ურანი გვიბიძგებს გადავხედოთ, რა აღარ არის ჩვენთვის ღირებული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სხეულს, დავნერგოთ რეჟიმი, ვისწავლოთ საკუთარი სხეულის ენერგეტიკის მხარდაჭერა.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ვეცადოთ გამოვიდეთ ემოციური ან ფინანსური დამოკიდებულებიდან, რადგან 2026 წლის აპრილში ურანი საბოლოოდ წავა ტყუპებში მთელ 7 წლით და იქ უკვე არააფინანსებზე, არა სტაბილურობასა და დაგროვებაზე, არა ჩვენი სხეულის ზრუნვაზე, არამედ სიჩქარეზე, იდეებზე, კავშირებზე, კომუნიკაციასა და ცხოვრების ახალ ფორმატებზე მოხდება ფოკუსირება. თუ ახლა არ უზრუნველვყოფთ ბაზას, ძალიან რთული იქნება ახალ რეალობასთან ადაპტაცია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ამ მთელი პერიოდის განმავლობაში, რომ ეს საუკეთესო დროა ძველი კრედიტების, ვალების დაფარვისთვის, იმის გაყიდვის ან გაცემისთვის, რასაც არ იყენებთ, ბიუჯეტის ფორმირებისთვის, ანგარიშების და ინვესტიციების მოწესრიგებისთვის. მნიშვნელოვანია ძველი ციკლის ჰარმონიულად დასრულება. კურო, ეს ასევე ცხოვრების გემოს ნიშანია, ხოლო ურანი, ამ ნიშნით მიმავალი, გვთავაზობს ახალ ვერსიას. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მივცეთ თავს უფლება, დავტკბეთ მარტივი რამეებით, აღმოვაჩინოთ ჩვენი სიხარულის მომნიჭებელი ახალი ვერსიები. მაგალითად, დილის ყავა დალიოთ როგორც რიტუალი, ისეირნოთ არა რუტინულად, არამედ დიდი სიამოვნებით, შეიძინოთ საკუთარი თავისთვის ხარისხიანი ნივთები, არ გადადოთ რაღაც „მერე“-სთვის, ეცადეთ საკუთარ თავს შეუქმნა მაქსიმალური კომფორტი და სიმყუდროვე.
ამგვარად, ურანი კუროში მოგცემთ შანსს შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება შოკების გარეშე. რამდენადაც მიმღებლობა გვექნება ცვლილებების მიმართ, იმდენად ჰარმონიული იქნება ეს ცვლილებები. ხოლო, რამდენად ძლიერადაც ვეჭიდებით წარსულს, იმდენად მტკივნეული იქნება უკვე მოძველებული და კომფორტის ზონად ქცეული ცხოვრების გაშვება. მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ვეცადოთ გადავერთოთ პოზიციიდან „იძულებული ვარ ავიტანო“ პოზიციაზე „ვირჩევ“, რადგან იქ, სადაც ირჩევთ, ურანი დაგეხმარებათ. ამ პერიოდის წარმატების მთავარი კოდი - ნუ ჩაეჭიდებით უკვე მიჩვეულს. მიეცით უფლება თავს შეიგრძნოს ცხოვრების ახალი გემო.
ასე რომ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, რადგან ურანის ბოლო თვეები კუროს ნიშანში, ესაა ჩვენი გათავისუფლების ფინალური ეტაპი ძველი შაბლონებისგან. სწორედ ახლა შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ, რათა ჩვენი ცხოვრება საბოლოოდ გახდეს უკეთესი, კომფორტული, უფრო შეესაბამებოდეს ჩვენს ნამდვილ სურვილებსა და საჭიროებებს. მნიშვნელოვანია გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, გამოვიყენოთ ეს უკანასკნელი შესაძლებლობა. თუ ამ 7 წლის განმავლობაში, სანამ ურანი კუროში მოძრაობდა, აგვიანებდა ცვლილებები, ისინი ახლა სწორედ მოვა, შესაძლოა მოულოდნელად და მკაცრი ფორმით, რადგან ურანი მოქმედებს მოულოდნელად და მკვეთრად. ამიტომ, მნიშვნელოვანია თავად ვიღებდეთ ცვლილებების ინიციატივას ჩვენს ცხოვრებაში.
ძვირფასო მეგობრებო, დაე, ცვლილებების ტალღამ აავსოს თქვენი ცხოვრება კეთილდღეობით, წარმატებით, ბედნიერებით და ჰარმონიით!“, - წერს ასტროლოგი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოულოდნელმა გარდაცვალებამ საერთო დიდი გულისტკივილი გამოიწვია...“ - ილია მეორე სერაფიმე ჯოჯუაზე
⭕„დიდი ბრძოლა და შრომა მოგვეთხოვება...“ - რატომ არის მნიშვნელოვანი სულიერი განვითარება?