გენიალური მომღერლის, თემურ თათარაშვილის 60 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნა, ემოციური და ღირსშესანიშნავი კონცერტით, რომელიც სრულიად საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა.
საღამო სავსე იყო სიყვარულით, პატივისცემითა და ქართული სიმღერისადმი უსაზღვრო ერთგულებით.
კადრებს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინფლუენსერი კოკი ფერაზი-ფანგანი ავრცელებს:
„თითოეული შესრულება გულიდან მოდიოდა და გულებამდე მიდიოდა სწორედ ისე, როგორც თემურ თათარაშვილის შემოქმედებას შეეფერება.
ეს იყო არა მხოლოდ იუბილე, არამედ დიდი მადლიერების გამოხატვა იმ გზისა და ღვაწლისთვის, რომელიც მან ქართულ კულტურას მიუძღვნა.
მადლობა ასეთი ემოციებისთვის და კიდევ მრავალი წელი სცენაზე!“, - წერს კოკი ფერაზი-ფანგანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🥚 როგორ შევღებოთ სააღდგომო კვერცხი ტრადიციულად და ხარისხიანად - მარტივი ინსტრუქცია
⭕„რამდენი მაქვს სათქმელი, მაგრამ ახლა სიტყვა ვერ იტევს...“ - მანანა მგალობლიშვილს ძმა გარდაეცვალა
⭕ვარდისფერი ორეული, ცნობილი სახეები და ვარდების ტორტი - როგორ აღნიშნა დალი ჩიტალაძემ დაბადების დღე