საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის „ღია გული“ სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის მედდა მერი მაისურაძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდაცვლილი თანამშრომელი მძიმე სენს ებრძოდა:
„მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა სამეანო-გინეკოლოგიური დეპარტამენტის გამორჩეულად გულისხმიერი, თბილი და მოსიყვარულე მედდა მერი მაისურაძე.
ღია გულის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამძიმარს უცხადებს მერი მაისურაძის ოჯახს!
მერი, მადლობა იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც დაგვიტოვე“, - წერია სამძიმრის წერილში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როდემდე არ იქნება წვიმა თბილისში - „ჰაერის დაბინძურება ისევ ნარჩუნდება“
⭕იოჰან სებასტიან ბახის დაკარგული ნაწარმოები 320 წლის განმავლობაში პირველად შესრულდა