„კავეას“ თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ოთარ ბუბაშვილი, იგივე „ბებეტო“ გარდაიცვალა.
სამწუხარო ფაქტის მიზეზად თრომბი სახელდება.
სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე გამოეხმაურა:
„ბებეტო! კიდევ ბევრჯერ დაიწერება შენს წარუშლელ როლზე, კვალზე და დამსახურებაზე კინოინდუსტრიაში, რაც შენ 17-18 წლისამ დაიწყე შენი ნიჭით და შრომისმოყვარეობით და ყველაზე მაგრად გამოგივიდა.
დღეს უბრალოდ მადლობა მინდა გითხრა ყველა უხმოდ გაკეთებული სიკეთისთვის, რაც შენ ბევრ ადამიანის მიმართ (მათ შორის მეც ვარ) გამოიჩინე. გაუჩერებლად შემიძლია ვწერო შენზე, როგორც სამაგალითო ადამიანზე, უაღრესად დიდ პროფესიონალზე და რაც მთავარია ნამდვილ კაცზე! შენი წასვლის ფაზლი არავისთვის არ ჯდება!
ჩემი დიდი ხნის მეგობარი და შენი მამა გელა ოთარიჩი ამბობს, რომ ღმერთმა ახალი დავალება მოგცა და იქ წაგიყვანა, მეც მჯერა რომ ასეა! შეხვედრამდე ოთარ“, - წერს ნოე სულაბერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - ანუკი არეშიძის დახვეწილი ლუქი და ახალი ფოტოები
🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე