Digest Logo

„საოცრად გამოიყურები...“ - ანუკი არეშიძის დახვეწილი ლუქი და ახალი ფოტოები

1792437469
ანუკი არეშიძე

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელებში ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი ყოველი ახალი პოსტი და დახვეწილი, ელეგანტური სტილი გამომწერებში ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს.

თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლე სოციალურ ქსელში ხშირად აზიარებს როგორც ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ მომენტებს, ისე საკუთარ მოდურ ლუქებს.

ამჯერად ანუკიმ ულამაზეს ლუქში გადაღებული კადრები გაგვიზიარა, რომლებმაც გამომწერების კომპლიმენტები დაიმსახურა:

„ულამაზესი ანუკი დახვეწილი გემოვნებით“,

„საოცრად გამოიყურები, მშვენიერი ლუქია“,

„ლამაზი, მიმზიდველი და შთამბეჭდავი ქალი“, - წერენ კომენტარებში.

ცნობისთვის, ანუკიმ სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და წარმატებით საქმიანობდა იტალიაში. მოგვიანებით კი, 2013 წელს, თბილისში საკუთარი ბრენდი - Anouki შექმნა, ბრენდს ევროპაში კარგად იცნობენ. დიზაინერი, ქალის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებს და კოსმეტიკას ქმნის.

ყოფილმა ფეხბურთელმა, კახა კალაძემ და ანუკი არეშიძემ ერთმანეთი 2008 წელს, მილანში გაიცნეს. 2013 წელს იქორწინეს. წყვილს ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავს.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ANOUKI ARESHIDZE (@anoukigold)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სალომე ღვინიაშვილისა და ზურაბ ხიზანიშვილის ქალიშვილი დაინიშნა - „ბედნიერი და სიყვარულით სავსე მომავალი“

🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე

🎥 ილია სულამანიძის დედა: „ღმერთმა იცის რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ილიას, 21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არცერთი ვარჯიში“

✕