მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ „შუშანიკის წამება“ სკოლაში უნდა ისწავლებოდეს. მისი თქმით ეს ნაწარმოები მნიშვნელოვანია, როგორც ლიტერატურისთვის, ასევე ისტორიისთვისაც.
„პატივს ვცემ ყველა კვალიფიციურ მოსაზრებას, მაგრამ ჩემი აზრით, „შუშანიკის წამება" უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან პირველადვე - ლიტერატურა არის სტილი და მის მიღმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა განზრახულობით იწერება იგი, ემიჯნება თუ არა გამონაგონობას და სხვა.
შუშანიკის წამების ლიტერატურული სტილი არის მაღალი. თუ ლიტერატურა, განსაკუთრებით პროზა უნდა აჩენდეს კითხვებს, იძლეოდეს ინტერპრეტაციის და დისკუსიის შესაძლებლობას - მანდაც შესანიშნავი საშუალებებია ამ ტექსტში. ცხადია, შესწავლის ასაკი და სწავლების ფორმა გაუგებარი და შესაცვლელია. გაუგებარია ზეპირობის ვალდებულებაც, მით უფრო ამის ნიშნებში ასახვა - მიუხედავად იმისა, რომ მე სუბიექტურად მომწონს დაზუთხვის ვარჯიში.
ლიტერატურისთვის და მისი ისტორიისთვისაც ეს ნაწარმოები ხაზგასმით მნიშვნელოვანი მგონია“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, მუსიკოს აჩიკო გულედანის შვილმა მარიამ გულედანმა სატელევიზიო ეთერში, განაცხადა რომ „გრიგოლ ხანძთელის“ წაკითხვა არავის არაფერში სჭირდება და არც გამოაგდებდა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს და სრულიად კულტურის სფეროს...“ - ბიძინა ივანიშვილი
⭕„გრიგოლ ხანძთელის“ მხატვრული ღირებულება ჩემთვის არის ნულის ტოლი“ - მარიამ გულედანი