Digest Logo

„მადლობა რომ ოდნავ უკეთესები გაგვხადე. სიკვდილით გვაჩვენა, როგორ შეიძლება ხმამაღლა დავიტიროთ ადამიანი, ისე რომ...“ - გიგა მაქარაშვილი ქისტაურზე

1673072425
მაქარაშვილი და ქისტაური

ქართველი ტრანსგენდერი ქალი ლიზა ქისტაური ბელგიაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ბელგიისა და საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა დაადასტურეს.

👉 ლიზა ქისტაურის საქმის დეტალები - რას აცხადებენ ბელგიის პროკურატურაში?

ქისტაურის სიკვდილის შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ სოციალური ქსელი მოიცვა, უამრავი ადამიანის გამოხატავს მწუხარებას მომხდარის გამო და ამ ამბის შესახებ საკუთარ ემოციებს გადმოსცემენ. მათ შორისაა სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც, რომელიც ლიზა ქისტაურს უკრაინიდან ემშვიდობება.

„ლიზამ ჯერ სიცოცხლით გვაჩვენა როგორ არ უნდა შეგეშინდეს და იბრძოლო დარჩე ისეთად, როგორიც ხარ და ფეხზე დაიკიდო რას იფიქრებს შენზე მავანი!

შემდეგ უკვე სიკვდილით გვაჩვენა, როგორ შეიძლება ხმამაღლა დავიტიროთ ადამიანი, ისე რომ სულ ფეხზე დავიკიდოთ, რას იფიქრებს ჩვენს გლოვაზე დანარჩენი მსოფლიო!

Liza Kistauri მადლობა, რომ ოდნავ უკეთესები გაგვხადე“, - წერს გიგა მაქარაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„რისი გუ­ლის­თვის იკ­ლა­ვენ ასე­თე­ბი თავს? ამ­დენ მე­ზო­თე­რა­პი­ას, რე­ვი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ხის ჯიჯგვნას, ერთი კარ­გი ტორ­ტის ნა­ჭე­რი ჭა­მეთ, არ გირ­ჩევ­ნი­ათ?“ - რას წერს თეა გვასალია

🔵 „დედას მისი შვილი უყვარს ისეთი, როგორიც არის...“ - ლიზა ქისტაურის დედის ემოციური ინტერვიუ

🔵 ლიზა ქისტაური გარდაცვლილია - ბელგიის პოლიცია