
ცნობილი ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც მისი პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე მუდამ ინტერესის ობიექტია, პერიოდულად საზოგადოებას პირადი ცხოვრების და მოვლენების შესახებ სიახლეებს უზიარებს.
ცოტა ხნის წინ იგი მეუღლეს ჯარჯი თორაძეს დაშორდა.
ახლახან კი მან სოციალურ ქსელში გამომწერებს მიმართა:
„მივხვდი, რომ ჩემს მიმართ კითხვები ძირითადად ეხება ერთსა და იმავე საკითხს, რომელზედაც არ მსურს საუბარი.
ნუ ჩათვლით, რომ უყურადღებოდ გტოვებთ, ყველა კითხვას გავცემ პასუხს და თანაც სიხარულით, რაც არ ეხება ჩემს წარსულ ურთიერთობას და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ჩემი პირადი – ჩემი საუკეთესო შვილებია, საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, მასზე ზრუნვა და მისი განვითარებაა.
მადლობა სამყაროს წარსულისთვის, ბევრი ლამაზი ეპიზოდისთვის, ბევრი ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის, რომელმაც გამზარდა და ჩამომაყალიბა. მჯერა, ყველაფერი საუკეთესო წინ არის.
ბედნიერების დროა“, - წერს თათია შარანგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თაკო საზინა ბარსელონაში მოგზაურობს - ინფლუენსერი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს
⭕„მამას პრინცესები...“ - როლანდ ოქროპირიძე ქალიშვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს