
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი და ახლა უნდა „პოსტ ალიონის“ გუნდის წევრი როლანდ ოქროპირიძე სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„მამას პრინცესები...
ნესტანი და თინათინი“, - წერს როლანდ ოქროპირიძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი მეორედ არის დაქორწინებული.
როლანდმა პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა:
„ოჯახის დანგრევა უბრალო ამბავი არ არის. ესე იგი, შეცდომით გადადგი ნაბიჯი. მერე შენს თავს ამ შეცდომას ვეღარ პატიობ, რადგან მარტო შენ არ ხარ დაზარალებული, ასევე ცუდად არის შენი მეორე ნახევარი… ჩემი პირველი მეუღლე კარგი გოგოა, არც მე ვარ ურიგო, ერთად კი ვერ გამოვდექით. ახლა კარგი მეგობრები ვართ. მეგობრობა შევძელით, მეუღლეობა – ვერა!..“, - ამბობდა მსახიობი.
მსახიობი ასევე აღნიშნავდა, რომ პირველი ოჯახის დანგრევის შემდეგ, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა:
„არ არსებობს ადამიანი, რაღაც დონეზე არ განიცადოს. მე ისეთი ნერვიულობა შემხვდა, რომ დიაბეტი დამემართა…“.
ასევე დაგაინტერესებთ: