
„გორის კაპელის“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა იუბილარია. მან სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
თეონას ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სიხარულს უსურვებენ:
„თეონა, ჩემო უნიჭიერესო, ლაღო და ნაღდო გოგო... საუკეთესო სურვილებით და დიდი პატივისცემით, ჩემს ოჯახთან ერთად, გილოცავ დაბადების დღეს. მადლობა უფალს, რომ გვარგუნა ბედნიერება ჩვენს ქვეყანაში დაბადებულიყავი და გემოღვაწა! იხარე და იბედნიერე შენს ლამაზ და ძვირფას ოჯახთან ერთად!“.
„თეო გილოცავ დიდი სიყვარულით, გისურვებ ულევ სიხარულს და ბედნიერებას საყვარელ ადამიანებთან ერთად“, - წერენ თეონას გვერდზე.
ცნობისთვის, 4 მარტს „გორის კაპელის“ ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ტყუპი გოგოების დედა გახდა.
წყვილმა შვილებს კირა და თუთა დაარქვა.
ასევე დაგაინტერესებთ: