Digest Logo

„მადლობა უფალს, რომ ის განსაცდელი ამარიდა, რაც გუშინ გამოიარეთ... ვაი დედა, ვაი დედა, როგორ გამწარდებოდით“ - დათო ლიკლიკაძე

1709706263
დათო ლიკლიკაძე

5 მარტს, საღამოს, Facebook, Instagram და სხვა სოც.ქსელები შეფერხებით მუშაობდა. ანგარიშებიდან მომხმარებელთა ავტორიზაცია ავტომატურად გაუქმდა. პაროლის შეყვანის შემთხვევაში შეუძლებელი იყო ხელახლა ავტორიზაცია და ანგარიშზე შესვლაც. 

Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობაში გლობალურ შეფერხებას მოგვიანებით კომპანია Meta-ს ოფიციალური წარმომადგენელი, ენდი სტოუნიც გამოეხმაურა. „ვიცით, რომ მომხმარებლებს უჭირთ ჩვენს სერვისებზე წვდომა. ჩვენ ახლა ამაზე ვმუშაობთ“, - წერდა ენდი სტოუნი.

აღნიშნულ თემას ჟურნალისტი და ინფლუენსერი დათო ლიკლიკაძე ეხმაურება და წერს, რომ ეს ამბავი საერთოდ არ გაუგია.

„დამიჯერებთ საერთოდ არ გამიგია ეს ამბავი?

ახლა ჩავრთე ტელეფონი და მივხვდი ჩემით, რომ ფეისბუკი გათიშულა გუშინ.

წუხელ რეპეტიციიდან (სადაც ტელეფონებს გვათიშინებენ) გვიან დავბრუნდი.

ისე დაღლილი ვიყავი სულ დამავიწყდა გამორთული რომ მქონდა ტელეფონი.

მერე ბავშვს ვეთამაშე, ვიდრე ჩაცმული არ დამეძინა მის მიერვე მოწყობილ საველე კარავში.

მადლობა უფალს, რომ ის განსაცდელი ამარიდა, რაც გუშინ გამოიარეთ. ვაი დედა, ვაი დედა, როგორ გამწარდებოდით...“, - წერს დათო ლიკლიკაძე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ადელინა გოგუაძე ეკრანზე ბრუნდება - ცხოვრების მთავარი მიღწევა, პირველი სიყვარული და კურიოზული შემთხვევა სამშობიაროში

როგორ შევამოწმოთ, შესულია თუ არა ვინმე ჩვენ Facebook-ზე და რატომ გაუქმდა ჩვენი ანგარიშები სოც.ქსელებში?