Digest Logo

„მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი, გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის“ - ნონა გაფრინდაშვილი

1762072028
ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლეგენდარული მოჭადრაკე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

„ნებისმიერ ტურნირში ჩემი მიზანი გამარჯვებაა, სამწუხაროდ ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დავჯერდი.. მოგეხსენებათ 4 თვის წინ უმძიმესი დაზიანება მივიღე, დავეცი და სახეზე ოპერაცია და 3-თვიანი რეაბილიტაცია დამჭირდა,

უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით ფეხზე დავდექი და მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვედი, ზაფხულში ამაზე არც კი ვიოცნებებდი.

მადლობა ყველა გულშემატკივარს, თქვენს თანადგომას ყოველდღიურად ვგრძნობდი და მომიტევეთ თუ იმედები გაგიცრუეთ... ამის გამოსწორებას მომავალ წელს ჩემს იუბილეზე შევეცდები.

გულითადი მოკითხვა ყველას და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სიყვარულისთვის! დავბრუნდი ჩემს სამყაროში, ჭადრაკი ხომ არსია ჩემი ცხოვრებისა“, - წერს გაფრინდაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგად ვარ თქვენი წყალობით“ - როგორ გამოიყურება ლილიანა, რომელიც რეაბილიტაციას გადი

„შეიძლება გაძლიერდეს შური, ეჭვიანობა, მანიპულაციები... მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ სინათლე თქვენში“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

„შემოდგომა გვასწავლის გაშვებას მშვიდად, მადლიერად და ნაზად“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი