
2021 წლის 15 სექტემბერს მოკლული 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ნიკოს აქამდე უცნობ ბავშვობის დროს გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
შვილმოკლული დედა წერს, რომ ნიკო პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად.
„მოწყალება ოქროა, მოთმინება კი ბრილიანტი…
მამა გაბრიელი
ნიკომ მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის ფიზიკურ განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა, სრულიად გააზრებულად.
ვფიქრობ მამა გაბრიელი დაგვეხმარა მისი დატყვევებული საათის გამოხსნაში, რომელსაც წელიწად-ნახევარი დავეძებდი, ალბათ ის ადამიანები რომლებიც საგულდაგულოდ მალავდნენ საათს დღეს წმინდა გაბრიელის შეწევნას მოუსურვებენ ერთმანეთს!!!
მოთმინებასაც აქვს საზღვრები და დუმილი ხშირად ცოდვადაც ითვლება, იცის ნეტავ, მხედრობამ?
მთავრობამ?
საზარელი სექტემბერი ახლოვდება, მამა გაბრიელ მეოხ გვეყავ შეგვეწიე“,- წერს იზა ომაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 25 აგვისტოდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
🔵 თურქეთში ტყის ხანძრის გამო დარდანელის სრუტე დაიკეტა - ევაკუირებულია 6 სოფელი