Digest Logo

„მახსენებენ, რომ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე... ეს როგორ უნდა იკადრო?“ - გიორგი კეკელიძე

1678253588
გიორგი კეკელიძე

რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ აქცია გამართეს, სადაც სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

მოქალაქეებმა რკინის ბარიკადების ჩამოშლა სცადეს, რომელიც სპეციალური დანიშნულების რაზმს ჰქონდა აღმართული.

👉„ვერ შეეგუება ჩემი სამშობლო თუნდაც ირიბ გამარჯვებას იმ ქვეყნისა, რომელმაც შვილები უკლა, მიწები წაგლიჯა, ტაძრები უთეთრა, ატყუა“ - გიორგი კეკელიძე

ამასთან, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი.

ამ ამბავს სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი - გიორგი კეკელიძე, რომელსაც კომენტარებში იმაზე უმახვილებენ ყურადღებას, რომ სუიციდი სცადა. მისი თქმით, საკუთარი სიმართლის ასეთი ხერხით დამტკიცება, მიუღებელი და უსამართლოა.

„აზრის (თუ არა ფაქტის), სადაც ვწერ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, კომენტირების ველში, რიგრიგობით შემოდიან ადამიანები და პატივისცემის ხაზგასმის (რატომ - არ ვიცი) შემდეგ მახსენებენ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ დეპრესია მქონდა და სუიციდი ვცადე.

კომენტარებს ვშლი (თუმცა წაკითხვა და კომენტირება ბევრმა მოასწრო) იმიტომ რომ ეს ადამიანები უფრო მეცოდებიან, ვიდრე საკუთარი თავი - ოდესმე მიხვდებიან ალბათ რატომაც.

მაგრამ როგორ წარმოუდგენიათ, რა ხერხით შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი ამგვარი წინადადების დამწერის მხარეს, თუ საკუთარი სიმართლის დამტკიცება გინდა, ამ აზრით და ფორმით როგორ უნდა იკადრო?

ჟიული შარტავას დაბადების დღეა. ეს კაცი რუსეთისგან მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დახვრიტეს და ის რაც ახლა ხდება, რაოდენ სამწუხაროა, რომ სწორედ იმ დამხვრეტს უხარია ყველაზე მეტად“, - წერს კეკელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„500 კაცი ელოდება კლუბში შეშვებას. აი, ამათ უნდათ წიწაკის სპრეი და ბროწეულის ოყნა. ცხოვრება გამოგრჩათ, ქვეყანა გამოგრჩათ ბანძ კლუბებში ძიგძიგით“ - კატუ ცხადაძე

🔵„ნუ წამლავთ ჩვენს ძვირფასს ხალხს. რა მძიმეა ამის ყურება, მთელი ქვეყანა ვიტანჯებით“ - სტეფანე მღებრიშვილი

🔵რა უნდა გავაკეთოთ ცრემლსადენი გაზით მოწამვლის დროს - ზურა სიხარულიძის რჩევები