მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
მამის ჯანმრთელობის შესახებ სოციალურ ქსელში შვილი ანა ტურაშვილი აქვეყნებს სტატუსს და წერს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„მეგობრებო, უცნობო და ნაცნობო ადამიანებო, ყველას უღრმესი მადლობა მხარდაჭერისთვის.
ძალიან გვიჭირს მეც და დედაჩემსაც, რომ ყველას გიპასუხოთ და დიდი ბოდიში.
მამაჩემი კლინიკაში წევს, აკვირდებიან, ჯერჯერობით ნორმალურად არის, სტაბილურად. დედაჩემი არის შიგნით მასთან და ყველას დიდ მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის, დედაჩემიც და მამაჩემიც.
ფორმულას ეთერიდან, გადაცემა „მე-17 სართულად”, სადაც ძალიან ინერვიულა ბოლოდროინდელი ამბებიდან გამომდინარე, პირდაპირ გადაიყვანეს კლინიკაში, მაგრამ კარგი ხალხი მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება.
ისევ გავიმეორებ რომ არ გვეშინია, არასოდეს შეგვშინებია მე და ჩემს ოჯახს და თავი დაგვანებეთ.
ტროლები რასაც წერენ და მწერენ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც კარგი ადამიანები მწერენ და გვამხენევებნ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი მადლობა ყველას“, - წერს ანაკო ტურაშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
☑️„ისევ მოვბრუნდი. ამჯერად მართლა უკანასკნელად...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე
☑️„აქ რა ხდება? რა კარგი წყვილი ხართ“ - შორენა ბეგაშვილის ახალმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა