Digest Logo

„მამას განაჩენი გამოუტანეს, შეთითხნილი საქმისთვის! შემდეგ იყო ციხის ბუნტი! ჩემი თინეიჯერობა აქციებთან და სასამართლოებთან ასოცირდებოდა! ახლა შენი და შენი ოჯახის ჯერია!“ - ნიკოლოზ გაბელია

1671863434
ნიკოლოზ გაბელია

სოციალური ქსელის მომხმარებელი - ნიკოლოზ გაბელია პირად ფეისბუკ გვერდზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს.

მისი თქმით, მიშას დროს არსებულმა სასამართლო სისტემამ დიდი ზიანი მიაყენა თავის ოჯახს და ახლა დასჯის მექანიზმი ექსპრეზიდენტისკენ მიიმართა.

„იმ 7 წლის განმავლობაში რაც უმამოდ ვიზრდებოდი, დღე არ გადიოდა არ მეფიქრა იმ დღეზე როცა შენ ხელბორკილებით გნახავდი ციხის კარებთან....

არა ეს ბოღმით ან სიბოროტით გამოწვეული ფიქრი არ ყოფილა. ეს უსამართლობის განცდა იყო. არასდროს დამავიწყდება დანგრეულ სასამართლოს შენობაში რიგში მდგომი ათასობით ადამიანი. თვალცრემლიანი მშობლები თუ ბავშვები რომლებიც საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებოდნენ...

დიახ, ჩვენ იქ ყველამ ვიცოდით რომ პროცესს აუცილებლად წავაგებდით, რადგან თქვენი მმართველობის დროს მტყუანი მხოლოდ მსჯავრდებული იყო!!!

თქვენ კი მზესავით ნათელნი!!!!

არ დამავიწყდება წვიმასა და ტალახში მდგომი ხალხის მასა!!!!

მასა, რომელიც იმის მოლოდინში იყო თუ როდის დაიყვირებდა განწირული ხმით მოსამართლის თანაშემწე ამა თუ იმ პატიმრის გვარს!!!

ეს გვარები კი ერთმანეთში ირეოდა და მხოლოდ ხმოვნების გამორკვევით ხვდებოდით ვის გვარს ჰყვიროდა ძირითადად ახალგაზრდა, წიკვინა გოგო!!! იქ არ იყო იმედი!!! იქ მხოლოდ მარცხი იყო და ეს ყველაფერი ხალხის თვალებში ღიად იკითხებოდა!!!!

განაჩენი?

განაჩენი ზუსტად ისეთ სიტუაციაში გამოუტანეს მამას როგორი სახელმწიფოც იყო იმ დროს!!!! ოთახი სადაც ცხვრებივით შეგვყარეს ყარდა, ოთახის კუთხეები სულ მთლად გაშავებული იყო წვიმისგან.

მოსამართლემ კი ჩაქუჩის ერთი დარტყმით უდიდესი დარტყმა მომაყენა!!!

ეს დარტყმა კი 7 წლის განმავლობაში ყოველ დღე, უფრო და უფრო ძლიერდებოდა !!!

შემდეგ იყო ციხის ბუნტი და შუაღამით დედაჩემის შეშინებული თვალები. თვალდაუხამხამებლად ვუყურებდით პირდაპირ ეთერს, რომელსაც მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებდა!!!!

არსებული ათეული ტელევიზიებიდან მხოლოდ ერთი!!!!!! და ისიც „კავკასია“, რომელიც მხოლოდ თბილისს მოიცავდა!!!!!

შემდეგ კი ჩემი აქტიურობის „შედეგად“ მამას კიდევ ერთი წელი დაუმატეთ!!!

გამოგონილი შეთითხნილი საქმისთვის!!!! ჩემი თინეიჯერობა შენი დამსახურებით მხოლოდ აქციებთან და სასამართლოებთან ასოცირდებოდა!!! ახლა შენი და შენი ოჯახის ჯერია!!!!“ - წერს გაბელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„კატასტროფული, საშინელი სიტუაცია აქვს, ტირის გაუჩერებლად“ - თამარ გვერდწითელის პროდიუსერი, მომღერლის ჯანმრთელობაზე

🔵რა არის საჭირო კეთილდღეობის, სიყვარულის და ბარაქის მოსაზიდად - საახალწლო რიტუალები მიხეილ ცაგარელისაგან

🔵გიორგი კალანდიას ზღაპრული სახლი - ღრმად ამოისუნთქეთ, ვიდრე ფოტოებს ნახავთ