Digest Logo

„მამას ზეციერში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე რაღაცას ანიშნებდა...“ - ნინო რეხვიაშვილი

1651646926
წულუკიძე ნიკა

ჟურნალისტთა კავშირის პირველი პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი, პუბლიცისტი - ნინო რეხვიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ტელეწამყვან - ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

ის მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და წულუკიძის ტკივილს იზიარებს.

„ეს ოქროს კულულებიანი ბიჭი,  ჯერაც, რომ ვერ გაეგო ცხოვრების ანაბანა, მხოლოდ მშობლების თვალით უყურებდა სამყაროს, დედამიწას თავის პაწაწინა ფეხების ნატერფალიც კი ვერ დაამჩნია...

მამას ზეციერში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ტაატით ცისკენ რაღაცას ანიშნებდა... ნიკა ვერ მიუხვდა სათქმელს... თურმე თავის სამუდამო ადგილსამყოფელს აცნობდა და აი, რამდენიმე დღეში ეს ფრთიანი ანგელოზი მარადიულობაში გადასახლდა, უფალმა გულში ჩაიკრა, მშობლებს კი სამუდამო განსაცდელი მოუვლინა...

გული და სული წარსტაცათ... ძნელია ნუგეში... ღმერთო, გააძლებინე ჯერ კიდევ კიტას სითბოთი გაჯერებულ ოჯახს უმისობა.

მშვიდობით, პატარა ანგელოზო  რა ხანმოკლე ყოფილა შენგან სავალი...შეწყვეტილი სიცოცხლე... სულის მარადიულობა... მშობლებს კი სამუდამო განსაცდელი...ღმერთმა შეაძლებინოს მათ ამ სიმძიმილის ზიდვა...“,- წერს რეხვიაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ - არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით, ან ცუდად ყოფნით გამოწვეული სიხარულის საბაბს...“ - რას წერს დავით ოქიტაშვილი

🔵„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს