რაჭველი ზურიკუნა 2021 წლის ზაფხულში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი - ზურა ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.
მისი ცოლი - ნათია კობახიძე სოციალურ ქსელში შვილის - ანა ბაკურაძის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მამისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
როგორც პოსტიდან ვიგებთ, ანა ბავშვობის მეგობართან - ლუკა გახოკიძესთან ერთად ამღერდა.
„მამიკოსთვის მიცემული პირობა შესრულებულია“, - წერს კობახიძე.
ამ სასიხარულო ამბავს ოჯახის ახლობლებიც გამოეხმაურნენ და ანას წარმატებები უსურვეს:
„გენაცვალე ანუშკი, როგორ გამიხარდა. წარმატებები“
„ბრავო, წარმატებები საყვარელ გოგოს“
„წარმატებები ანუკი გვეამაყები ჩემო ლამაზო გოგოვ“
„როგორ გამახარე ჩემო საყვარელო გოგო, წარმატებებს გისურვებ ანუკა“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: