Digest Logo

მანუ მურღულიამ ყვავილების თაიგული მიიღო საჩუქრად - „ერთი შანსი მიეცი...“

1750779443
მანუ მურღულია

„დღის პოსტის“ყოფილმა  წამყვანმა მანუ მურღულიამ თავისი ნიჭიერებითა და მომხიბვლელი გარეგნობით საზოგადოებას თავი კარგად გააცნო და შეაყვარა. ამასთან მანუ იუმორისტული შოუს ბენდის „ნიკოს შოუს“ წევრიც გახლდათ. სწორედ მათ მიერ შესრულებულ სიმღერებს უკვე არაერთ ქვეყანაში იცნობენ, იყენებენ თავიანთი ინტერპრეტაციით და აღნიშნავენ, რომ ეს ქართულია.

მანუ სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან და უამრავ კომპლიმენტსაც იმსახურებს.

ამჯერად იგი გამომწერებს ახალ კადრებს უზიარებს, სადაც ჩანს რომ მას ყვავილების უზარმაზარი თაიგული მიართვეს.

ფოტოებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვება, გამომწერების უმეტესობა კომენტარებში წერს რომ მანუმ ეს თაიგული გიორგი კალატოზისგან მიიღო, თუმცა უცნობია ვინ აჩუქა მომღერალს ყვავილების თაიგული.

„ეს ვარდები იმედია კალასგან არის“,

„ერთი შანსი მიეცი კალას“,

„რა დიდებული ყვავილებია“, 

„გემოვნება ჰქონია ჩვენ კალას“,

„იმედია მე ვისზეც ვფიქრობ მისგან არის“, 

„ყოჩაღ კალა“, - წერენ კომენტარებში.

 რა ხდება მანუ მურღულიასა და გიორგი კალატოზს შორის?

„იუთუბის“ მომხმარებელი არ ვიყავი და ბოლო ერთი წელია, აქტიურად ვუყურებ. ვიყავი ვახოსთან, ძალიან მომეწონა ლაივში ყოფნა და კომენტარების კითხვა. კითხვაზე, ვინ არის „იუთუბზე“ ყველაზე სიმპათიური, ძალიან გულწრფელად გავეცი პასუხი, რომ ეს არის გიორგი კალატოზი, კალა. „ფუპოდკასტშიც“ წამოიწია ეს თემა და ისევ თავიდან გავიმეორე, რა თქმა უნდა. ხალხი რომ ჩვენს რომანს ითხოვს, ეს მხოლოდ მამხიარულებს.

სიმართლე რომ ვთქვა და არ დაგიმალოთ, კომენტარებს რომ ვკითხულობ, ცუდი რეაქცია არ მაქვს. სულ წერენ, როგორ უხდებით ერთმანეთს და რამე ხომ არ ხდებაო. ერთი მომენტი დავფიქრდი, მანუ, რამე ხომ არ გამოგრჩა-მეთქი. მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ არაფერი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ დიდი სიმპათიებით ვარ განწყობილი და მისი თამაში მომწონს „მაფიაში“, ჩვენ შორის მართლა არაფერი ხდება. არ მინდა, კალა უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო და იმედი მაქვს, რომ არც ჩამიყენებია... ვნახე გადაცემა, სადაც თავადაც დამასახელა, როგორც ყველაზე ლამაზი ქართველი ინფლუენსერი და რა თქმა უნდა, ეს შეფასება ძალიან სასიამოვნოა“, - ამბობს მანუ ერთ-ერთ ინტერვიუში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ არიან უცნაურად თავგადაპარსული ბავშვები, რომლებმაც სოციალური ქსელი დაიპყრეს - რა მოხდა სინამდვილეში?

⭕„ფარით ხელში დავბრუნდებით სახლში... იგი მზადაა, ჩვენც მზად ვართ“ - ალექსანდრე თოფურია ძმასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 რატომ გვიშლის ხელს სიცხე დაძინებაში? - სპეციალისტის რჩევები