Digest Logo

🎥 „მაქვს ძალიან კარგი სიახლე...“ - ნუცა ბუზალაძე გამომწერებს ახალ ინფორმაციას უზიარებს

1757058207
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. იგი ამჯერად ვიდეომიმართვას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ კიდევ ერთი საკუთარი ბრენდი დააარსა. თუმცა ჯერჯერობით არ ასაჯაროებს კონკრეტულ მიმართულებას, თუ რა სახის ბრენდზეა საუბარი.

უნდა აღინიშნოს, რომ ნუცა ბუზალაძემ გასულ წელს საავტორო სუნამო გამოუშვა, სახელწოდებით Fire by Nutsa. სუნამოს სახელწოდება მომღერალმა სავარაუდოდ მის მიერ ევროვიზიაზე ნამღერი სიმღერიდან, Firefighter-დან გამომდინარე შეარჩია.

„მოგესალმებით მეგობრებო.

მაქვს ძალიან კარგი სიახლე - შევქმენი ჩემი ბრენდი ახალი.

სიახლეებს გაგიზიარებთ, თუმცა მაინტერესებს თქვენი აზრი: რა შეიძლებოდა, რომ გამეკეთებინა?“, - ამბობს ნუცა ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ ნუცა ბუზალაძე დაინიშნა. მისი რჩეული წარმატებული ამერიკელი სპორტისა და შოუბიზნესის აგენტი დარენ პრინსცია. წყვილმა ნიშნობა მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა.

როგორც სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, ნუცა რჩეულთან ერთად საქართველოში იმყოფება, მედიაში ეჭვებიც გაჩნდა, რომ წყვილი ქორწილისთვის ემზადება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თიკა ფაცაციას ახალი კადრები - ტელეწამყვანის მოგზაურობა ცხელ კვიპროსზე გრძელდება

🎥 „დაბნელებების დერეფანი იწყება და საბედისწერო დღეები გველოდება“ - 7-დან 21 სექტემბრის ასტროპროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

⭕ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიის დროს მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა