Digest Logo

🎥 „დაბნელებების დერეფანი იწყება და საბედისწერო დღეები გველოდება“ - 7-დან 21 სექტემბრის ასტროპროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

1757054360
ქეთი ვაწაძე

7 სექტემბერს, 22:13 საათზე, ჩვენ ვიხილავთ სავსემთვარეს მთვარის სრული დაბნელებით (Blood Moon), რაც ასტროლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული და ტრანსფორმაციული მოვლენაა.

ეს სავსემთვარე და მთვარის დაბნელება არის ძლიერი ტრანსფორმაციის დრო, რომელიც საშუალებას გვაძლევს დაასრულოთ ძველი ციკლები და შევქმნათ სივრცე ახალი მიღწევებისთვის.

აღნიშნულ საფრთხილო პერიოდში, როგორ უნდა მოიქცნენ ზოდიაქოს ნიშნები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ ისაუბრა: 

„როდესაც იძახიან, იწყება დაბნელება ან არის დაბნელებების დერეფანი, ეს არ იწყება და არ მთავრდება მხოლოდ კონკრეტულ რიცხვში. მას ერთგვარი შლეიფი აქვს და წინა პერიოდიც ეკუთვნის დაბნელების პერიოდს. დაბნელება მაინც და მაინც დიდ პოზიტიურ მოვლენად არ ითვლება - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი და კარმული-საბედისწერო პერიოდი.

7 რიცხვში გვაქვს მთვარის დაბნელება, ხოლო 21-ში - მზის დაბნელება. როდესაც გვაქვს ეს დერეფანი, მაქსიმალური ყურადღება გვმართებს ყველა ადამიანს. ნაკლები შეცდომები და მეტი სიფრთხილე აუცილებელია.

მთვარის დაბნელება, ზოგადად, არის რაღაც ციკლის დასრულება, გარკვეული პროცესების დასრულება. მზის დაბნელება კი ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს. ზოგიერთისთვის ეს შესაძლოა რთული არ იყოს და პირიქით, კარგი აღმოჩნდეს. არიან ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ სიტუაციაში ვერ სვამენ წერტილს, და ეს შესაძლოა ნებისმიერი სფერო იყოს. მთვარის დაბნელება ზუსტად ის პერიოდია, როცა ყველაფერი სრულდება და ნულდება.

ასევე საყურადღებოა, რომ ყველა დაბნელება სავსემთვარეობის დროს ხდება. როდესაც წელიწადში ოთხი დაბნელებაა, ეს ნორმაა. ოთხზე მეტი თუ არის, მაგალითად, როგორც კოვიდის პერიოდში იყო - 6, უფრო მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ამ დაბნელებაზე მძიმე კონფიგურაციები არ გვაქვს. მეტად მუშაობს დაბნელება იმ ქვეყნებზე, საიდანაც თვალსაჩინოდ ჩანს.

ჩვენგან, საბედნიეროდ, არ ჩანს, თუმცა რაღაც ვიბრაციები თითოეულ ადამიანს შეეხება. შესაძლოა, ზოგიერთმა ადამიანმა თავი დეპრესიულად ან აგრესიულად იგრძნოს.

ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი არის თევზებისთვის და ქალწულებისთვის, რადგან დაბნელება სწორედ მათ პირველ სახლშია. ეს დაბნელება ყველასია, მაგრამ განსაკუთრებით აღნიშნულ ზოდიაქოს ნიშნებზე აისახება.

კარგი პერიოდია მავნე ჩვევების, ცუდი სამსახურისა და არასტაბილური ურთიერთობების დასასრულებლად.

ამ ყველაფერზე უნდა ვთქვათ უარი და სანაცვლოდ სამყაროსგან მოვითხოვოთ ის, რაც სულიერად და ფიზიკურად კარგია ჩვენი განვითარებისათვის. ჩამოწერეთ ეს ყველაფერი და გაუშვით მადლიერებით“, - ამბობს ქეთი ვაწაძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავარიის დროს მძიმედ დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა

🎥 თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე ქართული დროშით მივიდა - რა კადრებს აქვეყნებს მოდელი

🎥 თამო ვაშალომიძემ ვენეციის კინოფესტივალზე წელსაც გაიბრწყინა - ცნობილია, ვისი კაბა ეცვა მოდელს