
დღეს, 8 მარტს, საქართველოში ქალთა დღე აღინიშნება.
ქალებისთვის გამორჩეული და განსაკუთრებული დღესასწაული მანდილოსნებს სოციალურ ქსელში ასტროლოგმა, ფსიქოლოგმა გიორგი ლობჯანიძემ მიულოცა:
„გილოცავთ 8 მარტს ქალბატონებო!
სხვა თემაა, მაგრამ რომ იცოდეთ ციფრ 8-ს რამხელა საიდუმლო აქვს. თავად ადამიანიც ხომ ორი საპირისპირო პოლუსისგან შედგება, ესაა ერთი ტოტის ორი მხარე. კარგად ერწყმის ინის და იანის ენერგიები.
8 - ერთადერთი ციფრია, რომელიც სრულია და არაა გახსნილი. ფაქტობრივად, ორ სამყაროს აერთიანებს. ესაა დროისა და სივრცის სიმბოლო ძველი ჩინელებისთვის. შუმერები მას კოსმოსურ რიცხვად თვლიდნენ, ინდოელებთან კი გარდასახვაა.
ეს უკანასკნელი, გამოირჩევა კარგი ლავირების უნარით. მოიცავს სულიერ და მატერიალურ საკითხებს. ორი ქვეყნის, მიღმიურის და მიწიერის ძალაა მოთავსებული მასში. ხელს უწყობს ტრანსფორმაციას და იდეების გავრცელებას. ეს მეტად ორიგინალი და რეფორმული ვიბრირებაა. ვიმეორებ, 8 შეკრული ციფრია, ანუ წერილობით ღია არაა, როგორც სხვები. განეკუთვნება სტაბილურობის ხაზს.
ქრისტიანულ წყაროებში შეხვდებით და ნამდვილად სწორი, დამაფიქრებელია, რომ მე-8 დღე ეს აღდგომაა, საყოველთაო, ანუ სული, როგორც რვიანის ზედა მხარე, კვლავ უერთდება მიწას, ანუ რვიანის ქვედა მხარეს.
მარადიული სიცოცხლის დასაწყისის და ხორცშესხმის საიდუმლო დევს მასში. ჩვენი ცხოვრებაც ესაა სწრაფვა რვიანისკენ, ანუ სრულყოფისა და მარადიულობისკენ“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕შალვა ამონაშვილი 94 წლის გახდა - „შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას, სიბრძნეს“
⭕„სამყარო ულამაზოა, უმოტივაციო, უინტერესო, უსიცოცხლოა ქალის გარეშე...“ - გია მურღულიას მილოცვა ქალებს