Digest Logo

🎥 როგორ მოქმედებს ოჯახური კონფლიქტი ბავშვებზე - რჩევები მშობლებს

1716448057
ოჯახური კონფლიქტები

დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში მრავალწლიანი კვლევების თანახმად, რომელიც ოჯახებში და შემდგომი ზრდის პროცესში ხანგრძლივ დაკვირვებას ბავშვების ქცევაზე ეფუძნება, დადასტურდა, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაციის დროს უკვე ექვსი თვის ბავშვს გულისცემა უჩქარდება და სტრესის ჰორმონს კორტიზონს გამოიმუშავებს.

ოჯახური კონფლიქტების გავლენა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვანაირად გამოიხატება.

„სკოლამდელი ბავშვები უფრო მეტად შეშინებულები არიან. ხშირია ენურეზი, შფოთვითი აშლილობა, დაძაბულობა.

როგორც კი მშობლები იწყებენ რაღაცის გარჩევას ხმამაღალ ტონალობაში ბავშვები ყურებზე ხელებს იფარებენ, თვალებს ხუჭავენ“.

„ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, როგორც ემოციურ სფეროზე, ფიზიკურ, სოციალურ სფეროზეც.

მომავალ ურთიერთობებში მოდელი როგორი იქნება, დიდი ალბათობით თუ ადამიანი არ იმუშავებს და არ გააცნობიერებს ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებებს, დიდი რისკია იგივე მოდელი აიღოს“, - ამბობენ ფსიქოლოგები.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 შეიძლება თუ არა ცხიმიანი საკვების რაციონიდან სრულად ამოღება? - ენდოკრინოლოგის რჩევები

🎥 ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაგეგმილ ღონისძიებებზე უნდა იცოდეთ!

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა