ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში მიმდინარე ამბების შესახებ წერს.
მისი თქმით, ქალაქ მარიუპოლში რუსებმა ქიმიური იარაღი ზარინი გამოიყენეს.
„მარიუპოლში რუსებმა სავარაუდოდ გამოიყენეს sarin – ზარინი
მისი ზემოქმედება ადამიანზე:
პირველი ნიშნებია ცხვირიდან გამონადენი, შეშუპების შეგრძნება მკერდის არეში და გუგების შევიწროება.
ცოტა ხნის შემდეგ მსხვერპლს უჭირს სუნთქვა, აქვს გულისრევის შეგრძნება და ნერწყვის მომატება.
შემდეგ ადამიანი მთლიანად კარგავს კონტროლს სხეულის ფუნქციებზე, ღებინება, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია.
ამ ფაზას თან ახლავს კრუნჩხვები.
საბოლოო ჯამში, მსხვერპლი ვარდება კომატოზურ მდგომარეობაში და ახრჩობს კრუნჩხვითი სპაზმები, რასაც მოჰყვება გულის გაჩერება“,- წერს ცხომელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება