
2 დღის წინ ახალგაზრდა მოცეკვავე, შემოქმედი თეონა მუსელიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი მძიმე სენს ებრძოდა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის მეგობრებიც, რომლებმაც გარდაცვლილის ფოტოები გაავრცელეს და თეონას ემოციურად დაემშვიდობნენ:
„თეო, ჩემო ლამაზთვალება, კისკისა და ნიჭიერო გოგო, როგორ მატკინე გული. ბაღიდან ერთად მოვდიოდით! ეჰ, რა რთულია ცხოვრება“.
„მართლაც, საიდან მოდის სილამაზე? ან სად მიდის? სად იკარგება, თუ დროებით მიეფარება?...
რანაირი უსამართლოა ეს ცხოვრება, მერამდენედ ვსვამ კითხვას რატომ ღმერთო. ულამაზესი, უნიჭიერესი მხატვარი და მოცეკვავე“.
„ასეთი სილამაზე თან ასეთ ნაადრევ ასაკში არ უნდა მიდიოდეს ამ ქვეყნიდან. ჩემი კლასელი და ბავშვობა, როგორი იმედი მქონდა, რომ ძლიერი იყავი და დაამარცხებდი ამ ვერაგ დაავადებას. მშვიდად განისვენე თეო“, - წერენ გარდაცვლილის მეგობრები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს ამ დიდ მწუხარებას“ - სოცქსელში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა