Digest Logo

„მართლმადიდებლობაში მიტევება არის ღვთის მსგავსება — სიყვარული პირობის გარეშე...“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1771759035
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ პოსტს უზიარებს, სადაც მართლმადიდებლობასა და ქრისტეს სიყვარულზე წერს:

„საინტერესოდ ემთხვევა „დაბნელების დერეფანს” ქრისტიანული კალენდარი. „წმენდის პერიოდია” შენდობის კვირა მძიმე მარხვაში, ეს არის სულიერი „კარის“ გახსნა, სადაც ადამიანი საკუთარ თავთან და სხვებთან ანგარიშს ასწორებს. დრო, როცა ადამიანი წყვეტს, დარჩეს ტკივილის ტყვეობაში თუ გადავიდეს შინაგანი თავისუფლების მხარეს.

„მამაო, მიუტევე მათ, რამე თუ არა უწყიან რასა იქმან“. იესო ქრისტე. (ლუკა 23:34).

მართლმადიდებლურ ტრადიციაში ეს პერიოდი გვამზადებს სულიერი განწმენდისთვის.. მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეზღუდვა; ეს არის გონების, სიტყვის და გულის შეკავება. სწორედ ამიტომ, ბიბლია გვახსენებს: „თუ მიუტევებთ ადამიანებს მათ შეცოდებებს, ზეციერი მამაც მოგიტევებთ თქვენ.“ (მათე 6:14)

ტიბეტური სიბრძნის მიხედვით კი, როგორც ამას ასწავლის დალაი ლამა XIV, „ბრაზი ჰგავს შხამს, რომელსაც თავად სვამ და ელოდები, რომ სხვა მოკვდება.“ ტიბეტურ ბუდიზმში მიჩნეულია, რომ მიტევება „კარმის” (მოქმედების/მიზეზ-შედეგობრივობის) გათავისუფლებაა. ენერგეტიკული კვანძის გახსნა, რომელიც სხვასთან კი არა, პირველ რიგში საკუთარ ცნობიერებაშია ჩაბუდებული.

რამდენიმე ნაწარმოები გამახსენდა, როცა ამას ვწერდი თქვენთვის. მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს „საბრალონი.” ჟან ვალჟანის ისტორია მიტევების ყველაზე ძლიერი ილუსტრაციაა. ეპისკოპოსი მირიელი მას აპატიებს ქურდობას და ვერცხლის სასანთლეებსაც აძლევს, ეს აქტია, რომელიც ვალჟანის ცხოვრებას მთლიანად ცვლის. აქ მიტევება არის სხვა ადამიანის ბედის შეცვლის ძალა.

მართლმადიდებლური პერსპექტივით — მადლის აქტი. ტიბეტური თვალით — კარმის გარდატეხა თანაგრძნობით.

ასევე გამახსენდა, ფ. დოსტოევსკის „ძმები კარამაზოვები” მამა ზოსიმას სწავლება:

„ყველანი ყველაფერში ყველას წინაშე დამნაშავენი ვართ.“ ეს ფრაზა მიტევებას ინდივიდუალურიდან კოლექტიურ დონეზე აჰყავს. ფილოსოფიურად, პასუხისმგებლობის გაფართოება.

ეზოთერულად კი, საერთო ენერგეტიკული ველის აღიარებაა.

უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭარიი?”

პორტიას ცნობილი მონოლოგი წყალობის შესახებ: „წყალობა არ ეცემა როგორც იძულება, ის ზეციდან ჩამოსული წვიმას ჰგავს.“ აქ მიტევება არის ძალაუფლება, რომელიც ამაღლებს არა მხოლოდ მიმღებს, არამედ მიმცემსაც. ეს პირდაპირ ეხმიანება შენდობის კვირის სულს.

ისევ ფ.დოსტოევსკი „დანაშაული და სასჯელი” სონია, უსიტყვო თანაგრძნობის სიმბოლო. მისი მიტევება რასკოლნიკოვის შინაგან აღორძინებას იწყებს. აქ მიტევება არის არა სიტყვა, არამედ ყოფნა სინათლეში.

ფსიქოლოგიურ ჭრილში, წყენა არის გაყინული ემოცია. როცა არ ვპატიობთ, ჩვენი ფსიქიკა მუდმივად იმ მომენტში ბრუნდება, რომელმაც გვატკინა. მარხვა გვასწავლის იმპულსის შეკავებას. შენდობა გვასწავლის ემოციის გარდაქმნას. მიტევება არ ნიშნავს დავივიწყოთ. არ ნიშნავს გავამართლოთ. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ სიმშვიდეს სხვის ქმედებაზე აღარ ვაბამთ.

ენერგეტიკულად/ეზოთერულად, წყენა გულის ცენტრში (ანაჰატას ჩაკრაში) ჩაკეტილი ძალაა. მარხვა ამსუბუქებს სხეულს და სხეულთან ერთად ემოციურ ველსაც. შენდობის კვირა არის კარმული ციკლის დახურვის პორტალი. რაც ახლა გაუშვი, აღარ დაბრუნდება იმავე ტკივილით, რადგან შენ პროგრამა შეცვალე, იმიტომ რომ, თავად შეიცვალე..
მარხვა არის თვითრეგულაციის პრაქტიკა.

როცა ჩვენ ნებაყოფლობით ვზღუდავთ სურვილს (საკვებს, ემოციას, იმპულსს), ვაძლიერებთ შიდა „მეს“, (სუპერ ეგოს) რომელიც რეაგირების ნაცვლად არჩევანს აკეთებს. მიტევება კი არის ეგოს დათმობა პოზა: „მე მართალი ვარ“-დან გამოსვლა და უფრო ფართო ხედვაში გადასვლა.

მართლმადიდებლობაში მიტევება არის ღვთის მსგავსება — სიყვარული პირობის გარეშე. ტიბეტურ სიბრძნეში კი, მიტევება არის ილუზიის დანახვა. რამე თუ, არ არსებობს „მტერი“, არსებობს მხოლოდ გაუცნობიერებელი ტკივილი. ორივე ტრადიცია ერთს გვეუბნება: როცა არ ვპატიობთ, საკუთარ თავს ვაბამთ წარსულზე და ვიჭედებით. სტაგნაციაა.
ჩემო კარგებო. ეს პრაქტიკული რჩევაა მათთვის, ვისაც მიტევება უჭირს. დაუწერე წერილი იმ ადამიანს ვინც გატკინა. (არ არის საჭირო გაუგზავნო).

დაწერე:

რა გატკინა

რას გრძნობ ახლა

რას უშვებ, რისგან თავისუფლდები.
შემდეგ დაწვი ან დახიე.. სიმბოლურად „გაუშვი”

ამის შემდეგ, ჩაისუნთქე 3 წამი (3 თვლაზე) ფიქრით: „ვიღებ ტკივილს როგორც გამოცდილებას“ მერე კი, ამოსუნთქე.

ფიქრით: „ვათავისუფლებ ბრაზს და წყენას“.

ღამით, დაძინებამდე თქვი: „ღმერთო, მაპატიე მე და მეც ვპატიობ ყველას“.

თუნდაც გონება ჯერ არ ეთანხმებოდეს, სიტყვა გზას გაკაფავს გულამდე და ეგოსმიერ დამონებულ/დახშულ უმაღლეს ცნობიერებამდე - სულამდე.

თუ გულში წინააღმდეგობაა, გახსოვდეს:

მიტევება არ ნიშნავს გამართლებას.

მიტევება ნიშნავს, რომ საკუთარ სიმშვიდეს ირჩევ და როგორც აქამდე დავწერე, სხვის ქმედებაზე შენს აწმყოს აღარ აბამ და აღარ ინადგურებ თავს.

შენდობის კვირა არ არის ფორმალური „მაპატიე“ ეს არის შინაგანი სიმამაცე, რომ ტკივილი აღარ იყოს შენი იდენტობა.

მომიტევეთ ვინმეს თუ რაიმე გაწყენინეთ, ნებით/უნებლიედ. ღმერთმა დაგვლოცოს და მოგვცეს უნარი, დავდგეთ ჩვენს ემოციებზე მაღლა. გოლგოთას გზა იწყება. მაგრამ ჯვარცმას აუცილებლად მოჰყვება აღდგომა!

ჩვენთან არს ღმერთი!

გამოიწერე გვერდი და გამომყევი!“, - ამბობს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„9 წელი გავიდა, მე კი ისევ ვკვდები ყოველ თებერვალს“ - მაია ასათიანი გარდაცვლილ შვილზე

⭕„ბერლინალე 2026“-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

⭕„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე მამა გაბრიელზე