სასულიერო პირი, მამა პეტრე კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების ნაწილს წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს.
მისი თქმით, ქართველები ისტორიულად გამოირჩეოდნენ განათლების და ინტელექტის მაღალი დონით, თუმცა სასულიერო პირის აზრით, დღევანდელ დღეს საპირისპირო მდგომარეობაა და წერს, რომ - „უცოდინრობასთან ერთად ვლინდება თავხედობის უკიდურესი ნიშნები“.
„ჩვენი ერი ისტორიულად, ყოველთვის გამოირჩეოდა განათლების და ინტელექტის მაღალი დონით…
ასე ვიცით წერილობითი წყაროებიდან…
დღეს კი, საპირისპიროს ვაწყდებით და დასკვნის სახით შეიძლება ითქვას:
მასობრივად გვიჭირს, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა…
ტექსტის ანალიზი თითქმის არ გამოგვდის…
შეინიშნება ტოტალური ფსიქიკური აშლილობა….
თუ საუბრობ კოსმოსზე, კომენტარის სახით გიწერენ კომბოსტოს…
უცოდინრობასთან ერთად ვლინდება თავხედობის უკიდურესი ნიშნები…
სულიერი ცხოვრების სახელით ინერგება მახინჯი, დეგრადირებული რელიგიური რწმენა-წარმოდგენები…
კოლექტიური აზროვნების დაცვის მიზნით, ფეხქვეშ ითელება განსხვავებული აზრი…
ცოდნის გაღრმავების ნაცვლად, თავს გახვევენ არასწორი გზით სიარულს…
ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფიქრობ, ხომ არ სჯობს სიბნელეში დატოვო, ვისაც ეს ძალიან მოსწონს თუ, ამდენი დაუმსახურებელი ტალახის და უსაფუძვლო ლანძღვა-გინების მიუხედავად, ისევ სიმართლეს ემსახურო…
ცხადია, მაინც მეორეს ვირჩევ, რადგან , ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება“,- წერს სასულიერო პირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ინფორმაცია მათთვის, ვისაც ალერგია აწუხებს
🔵„მომრავლდა ბავშვების რაოდენობა, რომელთაც აქვთ შეცვლილი გემოვნება“ - თამარ გაგოშიძე
🔵„მოემზადეთ სავსე მთვარის პიკი იქნება 22:31 საათზე“ - გიორგი ლობჯანიძე